საზოგადოება კახა ბენდუქიძის 9 გამონათქვამი 2022, 28 მარტი, 14:35
კახა ბენდუქიძის 9 გამონათქვამი:
1. „თუ გლანძღავენ – ესე იგი საინტერესოდ ცხოვრობ, თუ გემუქრებიან – ესე იგი მათთვის საშიში ხარ, თუ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ – ესე იგი მათ არ გაუმარჯვიათ!“ 2.„ჩემი წარმოდგენა ჩემზე ძალიან განსხვავდება მათი წარმოდგენისგან ჩემზე, - მე ჩემი თავი უფრო ბუნჩულა მგონია, ვიდრე მათ ჰგონიათ რომ ვარ“ 3.„მაგრამ მე რაჭველი ვარ და თუ გავბრაზდი, ბოლო-ბოლო მერე ნამეტანი ინერციულები ვართ ზვავივით. ვეღარ გავრჩევ სადაა სწორი გზა, სად არა, სადღაც ჩავექანები, მაგრამ ამ ჩაქანებისას, შეიძლება, ბევრი რამე დავამტვრიო, “ 4. „თუ არ არის პური, უნდა იყოს სანახაობა — რა არის სანახაობა? აი, მაგალითად ბენდუქიძე, რომელიც ღორივით ქშინავს, ჩაიჯიბა ფული და ქრთამებით იხრჩობა და სუნთქვა აღარ შეუძლია, როგორც დაწერა ერთმა ჟურნალისტმა ერთ დამპალ გაზეთში, ბევრი დამპალი გაზეთიდან ერთ-ერთში, ან კიდევ სახელმწიფო კანცელარიიდან როცა გამოუშვეს, ისეთი მსუქანი იყო, ვერ გამოეტია კარშიო და დემონტაჟი მოახდინესო, ასეთ ადამიანზე ზეწოლა ვიღაცას გაახარებს. აი ნახეთ, რაღაც უქნეს.“ 5.„არის რამდენიმე ჟურნალისტი და მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსი, რომელსაც არაპროპორციული ინტრესი აქვთ სააკაშვილისადმი. აი, მაგალითად რაღაცაზე ლაპარაკობ, მაგალითად ნიანგების გამრავლებაზე, მაგრამ ისინი გეტყვიან - „მაგრამ სააკაშვილი, ხო?!“ 6.„აქამდე გვაქვს მხოლოდ ორი შემთხვევა ელიტური კორუფციის. აქედან გამომდინარე, არის ორი სავარაუდო პასუხი: ელიტური კორუფცია ან არ არსებობდა, ან არსებობდა და ახალი მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფინანსური პოლიცია იმდენად სუსტები არიან, მტკიცებულებებს ვერ პოულობენ“ 7."ვატყობ, რაც კი ნაგავი ადამიანი მინახია ცხოვრებაში, ყველა ახლა დაიწყებს ტყუილების შეთხზვას და ზღაპრების მოყოლას. თქვენ ამის ნაწილს უკვე ხედავთ, ნაწილს კიდევ ნახავთ - თან უფრო დიდ ნაწილს. ასე რომ მოემზადეთ." 8."კორუფციასთან ბრძოლა შეუძლებელია ზომიერი იყოს. ან შენ ამარცხებ მას, ან ის ამარცხებს ქვეყანას." 9."ვწეროთ ქართულად, ვილაპარაკოთ ქართულად, ვიცოდეთ მისი გამორჩეულობა, ისტორია, გვიყვარდეს ქართული, ვისწავლოთ ქართულად." 344 1-ს მოსწონს
|