საზოგადოება მარიო პიუზოს 11 გენიალური ფრაზა 2022, 25 მარტი, 13:17 მარიო პიუზოს 11 გენიალური ფრაზა: 1."არასოდეს არავის მისცე საშუალება, გარდა შენი ოჯახის წევრებისა, გაიგონ, რას ფიქრობ. არასოდეს არ უნდა იცოდნენ, რა გაქვს გულში.“ 2. "არსებობს რაღაცეები, რაც უნდა გააკეთო და აკეთებ, მერე კი აღარასოდეს ლაპარაკობ მათზე. არ უნდა სცადო მათი გამართლება. მათი გამართლება შეუძლებელია. შენ, უბრალოდ აკეთებ და მერე ივიწყებ.“ 3."გაცილებით მომგებიანია, იმეგობრო ისეთ ადამიანთან ვინც დახმარებას კი არ გთხოვს, არამედ თავის საქმეებს თვითონვე აგვარებს და ყოველთვის მზად იქნება, იქით დაგეხმაროს, როცა რაღაც გჭირდება.“ 4."მუქარა ზემოქმედების ყველაზე სულელური მეთოდია, მრისხანების დაუოკებლობა უგუნურებაა.“ 5."არარსებობს უფრო დიდი, ბუნებრივი უპირატესობა ცხოვრებაში, ვიდრე გყავდეს ისეთი მტერი, რომელიც შენს სისუტეებს გადამეტებულად აფასებს, –ეს იგივეა, რომ გყავდეს მეგობარი, რომელიც შენს ღირსებებს ვერ ხედავს.“ 6."მადლიერების გრძნობას დრო სილამაზეზე უფრო სწრაფად აჭკნობს.“ 7."არსებობს ისეთი მოვალეობები, რომლებსაც ყველაზე საუკეთესონიც კი ვეღარ ასრულებენ.“ 8."საზოგადოება ხშირად გაყენებს წყენას, რომელიც უნდა დაითმინო, რადგან შეიძლება დადგეს დრო, როცა ამქვეყნად ყველაზე სუსტი და დაჩაგრულიც კი თავლს გაახელს და სამაგიეროს მოუზღავს უძლიერესთაგან უძლიერესს.“ 9.“ასეთია სამყაროს ბუნება – კეთილი და ბოროტი ურთიერთდაკავშირებული და გადაჯაჭვულია.” 10."მეგობრობა ყველაფერია. მეგობრობა ნიჭზე მეტია. მეგობრობა სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე მეტია. თითქმის ოჯახის ტოლფასია.” 11."მე არასდროს ვატყუებ იმას, ვინც მეგობრად მივიღე.“ 113 1-ს მოსწონს
|