x
9 გენიალური ფრაზა წიგნიდან - "დათა თუთაშხია"

 9 გენიალური ფრაზა წიგნიდან - "დათა თუთაშხია"

იხილეთ 9 გენიალური ფრაზა წიგნიდან - "დათა თუთაშხია":



1.“ხალხის ამბავი ასეთია: ასი სიკეთე რომ გაუკეთო და მერე ერთი ავი საქმე – დაგივიწყებს და წყალში გადაგიყრის ყველაფერს და იმ ერთადერთ ავს დაგიხსომებს მხოლოდ. ”



2.“ადამიანისთვის არის ერთი სანუკვარი გრძნობა: ის სიხარული, როცა გაიგებ, რომ შენზე ფიქრობს ვინმე და შენი ბედი აწუხებს გულწრფელად და უანგაროდ. პატიოსანი თვალივით იშვიათი და ძვირფასი სიხარულია ეს სიხარული, რამდენ პირობას უნდა მოუყაროს თავი მის ასახდენად? განგებამ, ამას მხოლოდ რჩეულთათვის აკეთებს უზენაესი…"




3.“არიან ქალები, რომელთა სილამაზე და მომხიბვლელობა ურთიერთობაში იჩენს ხოლმე თავს და არა დანახვისთანავე.”


4. “სანამ ანთიხარ.. ისე უნდა ენთო, რომ სხვაც აანთოს შენმა სიცოცხლემ!”


5. “არასდროს არაფერი არ მდომებია ადამიანისგან, კეთილი და სამართლიანი რომ იყოს, ამის მეტი..”



6. ''შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ – შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ – შენი ერის!''



7. “მამაკაცმა ქალს თავი რომ შესთავაზოს – ან მართლა უნდა იყოს იმ ქალის ღირსი თვითონ და ან უნდა ეგონოს, უკეთესი ვარო, მგონია მე. ყველა წესიერი ქალიც ასეა, ალბათ, თავისზე უარეს მამაკაცს ნებით არ დაჰყვება სიყვარულზე.”



8. “ხალხის საქმე მოგეხსენება- ჭორი ათქმევინე და პურს ნუ აჭმევ. ხალხმა თუ რამეს მოჰკრა ყური, იმას ხომ იტყვის და იტყვის, თუ ვერაფერსა და თვითონაც კარგად გამოიგონებს.”


9."სულელი ქალი ადვილად დასაყოლიებელია, მამაკაცები ამ სისუსტეს ალღოთი გრძნობენ და ამიტომ მათ უფრო ეტანებიან, ვიდრე საშუალო გარეგნობის, მაგრამ გონიერ ქალს."

0
209
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0