x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ღმერთო, მქონდეს შენი იმედი?" - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი

imageქართველი მუსიკოსი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაწველი(მემარნიშვილი) სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ღმერთს მიმართავს და რიტორიკულ კითხვას უსვამს "ღმერთო, მქონდეს შენი იმედი?".


"ღმერთო, მქონდეს შენი იმედი? თუ უკრაინა ახლა არ გაიმარჯვებს, რა აზრი აქვს ჩემს თუ ჩვენს ცხოვრებას იმ პლანეტაზე, სადაც სიკეთეს და სიმართლეს არ აქვს პერსპექტივა… ერთი თვეა ამ დღეში ვართ, ჩვენ რა მოსატანნი ვართ, როცა ასეთ დღეშია უკრაინელი ხალხი იმის გამო, რომ მათ უყვართ სამშობლო და უნდათ ევროპული, ცივილური და თავისუფალი მომავალი… სინათლემ თუ არ დაამარცხა სიბნელე, მაშინ აზრი ეკარგება ყველაფერს! SLAVA UKRAINI
imageუფრო ადრე ღმერთის მიმართ საყვედური წარმოთქვა მწერალმა და ტელეჟურნალიტმა დავით გორგილაძემ, აღნიშნა, რომ რომ სიტყვები "ვლოცულობთ უკრაინისთვის" გაცრეცილ კლიშედ იქცა.
image"ლოცვა არ ჭრის. სიტყვები "ვლოცულობთ უკრაინისთვის" დაემსგავსა სიტყვებს "გვერდითი მოვლენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს". ღმერთს, როგორც ჩანს, არ სცალია. რომ ეცალოს, 18 თვის ბავშვი არ მოკვდებოდა რუსების ხელით. არ დამიწყოთ ახლა ამქვეყნიურ განსაცდელსა და იმქვეყნიურ სასუფეველზე ლაპარაკი. წადით და იმ ბავშვის მშობლებს უთხარით ეგ. და მერე დაითვალეთ რამდენი კბილით ნაკლები გექნებათ."
0
123
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0