x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ღმერთს, როგორც ჩანს, არ სცალია.... რომ ეცალოს, 18 თვის ბავშვი არ მოკვდებოდა რუსების ხელით" - დათო გორგილაძე

image

მწერალი და ტელეჟურნალიტი დავით გორგილაძე სოციალურ ქსელში ომიდან გაწვეულ იმ სასტიკ უსამართლობას ეხმაურება, რამაც 18 თვის ბავშვის სიცოცხლე შეიწირა და რომ "ვლოულობთ უკრაინისთვის" გაცრეცილ კლიშედ იქცა.


"ჰო, ერთიც: ლოცვა არ ჭრის. სიტყვები "ვლოცულობთ უკრაინისთვის" დაემსგავსა სიტყვებს "გვერდითი მოვლენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს". ღმერთს, როგორც ჩანს, არ სცალია. რომ ეცალოს, 18 თვის ბავშვი არ მოკვდებოდა რუსების ხელით. არ დამიწყოთ ახლა ამქვეყნიურ განსაცდელსა და იმქვეყნიურ სასუფეველზე ლაპარაკი. წადით და იმ ბავშვის მშობლებს უთხარით ეგ. და მერე დაითვალეთ რამდენი კბილით ნაკლები გექნებათ. და, კიდევ ერთი: თუ ვამბობთ, რომ ორი რუსეთი არ არსებობს, არც იმის თქმის უფლება გვაქვს, რომ არსებობს ორი საქართველო. ჩვენ არ ვართ ხელისუფლება და მსგავსი "ტუფტა" ბაზარი დაივიწყეთ. სამწუხაროდ."-წერს დავით გორგილაძე.


შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქში, მარიუპოლში დაბომბვის შედეგად, 18 თვის ბავშვი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, ის მშობლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


ომის დაწყებიდან უკრაინაში დაბობვების შედეგად ათეულობით ბავშვი დაიღუპა უკვე. პუტინის პირველი მსხვერპლი გახდა 12 წლის ხარკოველია ანტონ ტარასენკო.

image
2
88
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
88
  
2022, 20 მარტი, 22:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

ეჰ,რა შუაშია ღმერთი,როცა ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ. 18 თვის ბავშვი არ მოკვდებოდა და 18 წლის რატო უნდა მოკვდეს? რა ჯარისკაცები ადამიანები არ არიან? ყველაფერს ვაბრალებთ ღმერთს,როცა დამნაშავე ადამიანია. დატეულიყო წყნარად ედემის ბაღში და არ გექნებოდათ ეს სურათი ეხლა. თავისუფლება გინდოდათ და პასუხიც აგეთ ეხლა,ნუ აბრალებთ ღმერთს.
0 1 2