x
image
ალექსანდრე ლექსო
რომელი მცენარეული პროდუქტებით შეიძლება ჩავანაცვლოთ თევზის ქონი

მცენარეებში ნაპოვნი ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები არანაკლებ სასარგებლოა გულისთვის, ვიდრე ზღვის თევზსა ​​და ზღვის პროდუქტებში შემავალი ომეგა-3

ამ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები პენსილვანიის (აშშ) და ბარსელონას უნივერსიტეტებიდან (ესპანეთი), რომელთა სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში Advances in Nutrition.
კაკალი, სელის თესლი, ჩიას თესლი, სხვადასხვა მცენარეული ზეთები: სელის, რაფსის, კანაფის, სოიას და სხვა მდიდარია ალფა-ლინოლენის მჟავით, რომელიც მიეკუთვნება ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავების კლასს. ეს მჟავები ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანის სხეულის ჯანმრთელობისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კერძოდ, კვლევები აჩვენებს, რომ ომეგა -3 ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
image

თუმცა ეს ნივთიერებები ორგანიზმში არ წარმოიქმნება და მასში მხოლოდ საკვებიდან ხვდება. ითვლება, რომ ომეგა -3-ის ძირითადი წყაროა ცხიმიანი ზღვის თევზი და ზღვის პროდუქტები. მაგრამ, როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, თუ არ მოგწონთ ან რაიმე მიზეზით არ შეგიძლიათ მიირთვათ თევზი და ზღვის პროდუქტები, შეგიძლიათ ამის ალტერნატივად ალფა-ლინოლენის მჟავას მცენარეული წყაროები აირჩიოთ.

მეცნიერებმა გაანალიზეს ამ თემაზე ჩაატარებული კლინიკური კვლევების მონაცემები და დაადგინეს, რომ ალფა-ლინოლენის მჟავის ხშირი მიღება იწვევს ზოგადად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის 10 პროცენტით და გულის კორონარული დაავადებით სიკვდილის რისკის 20 პროცენტით შემცირებას.

გარდა ამისა, ჩვენს რაციონში ალფა-ლინოლენის მჟავით მდიდარი საკვების არსებობას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ხელს უწყობს სისხლში მთლიანი ქოლესტერინის, „ცუდი“ ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების (ცხიმების) დონის შემცირებას, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, ამცირებს მეტაბოლური სინდრომის, დიაბეტის და ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური უკმარისობის განვითარების რისკს.
მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ალფა-ლინოლენის მჟავას შემცველი საკვების მიღება სასარგებლოა არა მხოლოდ მათთვის, ვინც არ ჭამს თევზს და ზღვის პროდუქტებს, არამედ იმათთვისაც, ვისაც უკვე აქვს სისხლში ომეგა -3-ის მაღალი დონე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ალფა-ლინოლენის მჟავას შეუძლია გააძლიეროს თევზისა და ზღვის პროდუქტების სხვა ომეგა-3 მჟავების მოქმედება.


ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, კვლევის ავტორები გვირჩევენ დღეში ერთი მუჭა ნიგოზის (დაახლოებით 14 გრამი) ჭამას ან ერთი ჩაის კოვზი სელის ზეთის დალევას.

image


0
177
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0