x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სჯობს არსად არ წახვიდეთ" - რუსი ტურისტები აფხაზეთიდანაც გარბიან
image


რუსმა ტურისტმა აფხაზეთში სამი დღე გაძლო და უკან გამოიქცა, რადგან მისი თქმით, ტაქსის მძღოლები "ხეპრეები" იყვნენ, ხოლო ბინების გამქირავებლები თაღლითები.


თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ტურისტად ჩასულმა რუსმა ადგილობრივი მაცხოვრებლების „თავხედობაზე“ და ქედმაღლობაზე დაიჩივლა.


გოგონას მოსაზრება გამოაქვეყნა პორტალმა "ტურიზმის ნიუანსები " პლატფორმაზე "Yandex.Zen".



როგორც მოგზაურმა თქვა, თავიდან აფხაზეთში წასვლას გეგმავდა ერთი კვირით, მაგრამ საბოლოოდ სამი დღის შემდეგ სოჭში გაიქცა. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი თავხედი ტაქსის მძღოლები იყვნენ, რომლებიც ცდილობდნენ მის მანქანაში შეტყუებას და ჩემოდნების წართმევას.


ავტორმა ასევე გააფრთხილა ვიზიტორები იმ თაღლითების შესახებ, რომლებიც აქირავებენ საცხოვრებელს ტურისტებზე. მან მოუწოდა, არ გადაიხადონ ფული ბინაში მეპატრონესთან შეხვედრამდე, რადგან რეალურად აპარტამენტის მეპატრონეებმა შესაძლოა „სავარაუდოდ ვეღარ დაგიკავშირდნენ და გააუქმონ დაჯავშნა“.

image

„გულწრფელად ვფიქრობდი, რომ ეს რაღაც ცუდი სიზმარი იყო. ყველა ეს საშინელი ისტორია აფხაზეთზე ერთ დღეში ამიხდა!“ - აღნიშნა ტურისტმა.

image

გარდა ამისა, რუს ქალზე უსიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა აფხაზეთის კონტრასტებმა, რომლის ნახვაც მან ექსკურსიაზე, ღირშესანიშნაობების დათვალიერების დროს მოახერხა. მისი თქმით, ქვეყანაში სიმდიდრე სიღატაკესთან არის შერწყმული, ხოლო „ნგრევა“ სილამაზესთან.

image

„მესმის, რომ უახლოეს მომავალში მიმართულებების არჩევანი შეზღუდული იქნება (ისევე როგორც ტურისტების უმეტესობის ბიუჯეტი), მაგრამ ამას გეტყვით - სჯობს არსად არ წახვიდეთ დასასვენებლად, ვიდრე სადმე, სადაც მოხვდები “, - შეაჯამა ტურისტმა.

image


image


არა და, რამდნიმე დღის წინ საზღვარგარეთ ხშირად მოგზაური რუსი ბლოგერი საშა კონოვალოვა თანამემამულეებს ურჩევდა აფხაზეთში დაესვენათ, რადგან " სხვა გზა აღარ არის."


„ახლა ბევრი რუსი წუხს, რომ უცხოეთში მყოფ რუს ტურისტებს უწინდელივით აღარ ეპყრობიან. აფხაზეთში ამაზე ფიქრიც არ არის საჭირო. მეგობრულ რესპუბლიკაში ისინი ყოველთვის გველოდებიან“, - ირწმუნებოდა მოგზაური.

1
711
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
711
  
2022, 25 მარტი, 16:42
არ შეგერგებათ, არ არსებობს!
0 1 1