x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ზარს არ პასუხობდნენ" - არსებობს ვერსია, რომ პილოტებმა თვითმფრინავი სავარაუდოდ, განზრახ ჩამოაგდეს
image

გამომძიებლებმა, რომლებიც China Eastern თვითმფრინავის ჩამოვარდნის ძებნით ოპერაციას აწარმოებდნენ "შავი ყუთი" იპოვეს. ავიაკატასტოფას ბორტზე მყოფი 132 ადამიანი შეეწირა.


ჩინეთის საავიაციო სამსახურის წარმომადგენელმა ლიუ ლუსონგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფრენის ჩამწერი შავი ყუთი China Eastern MU5735 23 მარტს იპოვეს.

image


შავი ყუთი მას შემდეგ იპოვეს, როდესაც საავიაციო უშიშროების ხელმძღვანელმა დაადგინა, რომ საბედისწერო რეისის პილოტები არ პასუხობდნენ ავიადისპეტჩერების მრავალჯერად ზარს, როდესაც თვითმფრინავი ფატალურად პიკურ მდგომარეობაში შურდულივით დაეშვა მიწისკენ და მთის ფერდობს შეასკდა.


image

ჩინურ Boeing 737-800-ს 123 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი გადაჰყავდა იუნანის პროვინციიდან გუანჯოუში, როდესაც ჩამოვარდა ორშაბათს ნაშუადღევს გუანქსის რეგიონში, ქალაქ ვუჩჟოუს მახლობლად.


ბორტზე მყოფი 132-ვე ადამიანი დაღუპულია. მაშველებმა ვარაუდობდნენ, რომ ავარიის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა „სრულად დაწვა“ მგზავრები და მათი ნივთები, სანამ მიმდებარე ტყეს ცეცხლი წაეკიდებოდა.


საჰაერო მოძრაობის კონტროლიორებმა რამდენჯერმე სცადეს პილოტებთან დაკავშირება თვითმფრინავის სიმაღლის უეცარი დაკარგვის გამო, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს, განაცხადა 22 მარტს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის საავიაციო უსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ჩჟუ ტაომ. არსებოსბს ვერსია, რომ თვითმფრინავი პილოტებმა განზრახ ჩამოაგდეს, თუმცა საბოლოო დასკვნა "შავი ყუთების" გაშიფვრის და სხვა გარემოებების შესწავლის შემდეგ დადგინდება.

„ამ დროისთვის მაშველებს ცოცხალი არავინ უპოვიათ“, - თქვა ბატონმა ჩჟუმ.



0
336
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0