x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ძაღლმა 17 თვის ბავშვი სასიკვდილოდ დაგლიჯა - ძაღლი სახლში შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე მიიყვანეს
image

ძაღლმა 17 თვის ბავშვი სასიკვდილოდ დაგლიჯა - ძაღლი სახლში შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე მიიყვანეს. „განადგურებულმა“ ოჯახმა პატივი მიაგო „საყვარელ“ 17 თვის გოგონას და თქვა: „სამწუხაროდ, ძალიან დაგაკვლდები, მაგრამ არასოდეს დაგივიწყებთ".


ბელა-რეი ბირჩს შინაური ცხოველი თავს, ორშაბათს, მის სახლში 15:50 წუთზე დაესხა თავს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც, სამწუხაროდ, მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.


image


მეზობლებმა, რომლებიც გულდამძიმებულები ყვავილებს ტოვებდნენ ეზოსთან, აღწერეს როგორ ტიროდა გოგონას განადგურებული დედა თრეიშარნ ბეიტსი სახლის წინ. წინა დღეს კი ბევშვის დედა კრუნჩხვებში ჩავარდა.


image


მერსისაიდის პოლიციამ პრეს-კონფერნციაზე განაცხადა, რომ ოფიცრებმა მოკლეს ძაღლი და ამჟამად იძიებენ იყო თუ არა ძაღლი აკრძალული ჯიშისა, რომლის შესახებაც კანონი 1991 წელს მიიღეს. ისინი ასევე ცდილობენ გაიგონ ძაღლის წინა პატრონის ვინაობა.

image

ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ცხოველი იყო ან სტაფორდის ბულტერიერი ან პიტბული.


ბელა-რაის ოჯახმა პოლიციის პირით გაავრცელა განცხადება: ”როგორც ოჯახმა, გვინდა მადლობა გადავუხადოთ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვითხოვთ, რომ ახლა მოგვცეს გარკვეული სივრცე და დრო, რათა შევეცადოთ შევეგუოთ ჩვენი საყვარელი ბელა რეის ტრაგიკულ დაკარგვას. სამწუხაროდ, ის ძალიან დაგვაკლდა, მაგრამ ყოველთვის გვემახსოვრება. ”

image

პირველი დახმარება გოგონას მეზობელმა, სახელად ჯორდანმა გაუწია. მან აღწერა ის მომენტი, როდესაც ის მანქანით მივიდა გოგონას სახლთან:


"ჩემი მანქანით შვილები სკოლიდან წამოვიყვანე ყვირილი გავიგე და გავიქეცი. ვცდილობდი დახმარებას. ხალხი ყველგან იყო. ისინი ტიროდნენ და ყვიროდნენ. ბავშვი ცუდად იყო. ვცდილობდი მისი დახმარებას. დავიწყე გულზე მასაჟი, რომელიც გავაკეთე დაახლოებით 30 წამის განმავლობაში. ამის შემდეგ მედიკოსებმა გადაიბარეს. მშობლები ისტერიკაში იყვნენ".

image

1
791
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
791
  
2022, 22 მარტი, 23:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1