საქართველო "მიზანი რა აქვთ დიდი ხნის წინ დავწერე: სააკაშვილის დახსნა... ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ" - ამირან სალუქვაძე 2022, 22 მარტი, 20:12 გენერალი და სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დროა ერი მავნე ოპოზიციის წინააღმდეგ წინ აღუდგეს: "როგორ მუშაობს სააკაშვილის პროვოკაციული მოძრაობა: იციან, რომ ნატოს თემას კრემლისთვის წითელი ნაჭრის ეფექტი აქვს, სააკაშვილი 17 მარტს იწყებს ნეიტრალიტეტზე საუბარს.
თემა ვერ აიწია, ამიტომ ჩართო მისი ჯიბის მედია განხილვების გასაღვივებლად... მამუკა მდინარაძე ატარებს ბრიფინგს, რომლის დროსაც აცხადებს, რომ ამ ვითარებაში ნეიტრალიტეტის თემის აწევა არის მტრობა და არ აპირებს ომის პარტიასთან რაიმე ინიცოატივის განხილვას. ზუსტად 30 წუთში ერთ-ერთი რუსული სააგენტო ავრცელებს სტატიას სათაურით: "საქართველო არ აპირებს ნატოზე უარის თქმას." ხვდებით ხომ სააკაშვილის მიზანს? ესაა პირდაპირ უნისონში მუშაობა, რათა შექმნან ზუსტად ის გამაღიზიანებელი თემები, რომლებსაც შესაძლოა რუსეთის აგრესია მოჰყვეს. მიზანი რა აქვთ დიდი ხნის წინ დავწერე: სააკაშვილის დახსნა. ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ. პარალელურად გრძელდება მოწოდებები ომის მოწოდებები. ვიღაც დიზაინერი მოგვიწოდებს შედით აფხაზეთშიო. თანაც შედითო, განა შევიდეთო?! ასეთივე საშიში პროვოკაცია ორი დღის წინ "ტვ ობიექტივზე" მიკერძოებული გადაცემა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან არსებული კვლევითი ცენტრის შესახებ, იმ ფონზე, როცა ლაბორატორიების თემას რუსეთი ომის საბაბად იყენებს. მეორედ ვწერ: საქართველოში უნდა მოხდეს ის, რაც არსად მომხდარა, ერი უნდა დადგეს ფეხზე მავნე ოპოზიციის წინააღმდეგ. ვინც საკუთარ პოლიტიკას აგებს საშიშ პროვოკაციებზე, პოლიტიკაში ყოფნის უფლება არ უნდა მივცეთ. ისე ქვეყანა ვერ დამშვიდდება. ჩვენ ველოდებით როდის ააფეთქებენ ქვეყანას. P.S. ვინც ვერ გაიგო, განვმარტავ. საზოგადოებრივ აქტიურობაზეა საუბარი. ოპოზიციის რამდენემა ასეული ან ათასეული მომხრის აქცია, არ უნდა ითვლებოდეს ხალხის აზრად. დანარჩენმა მოსახლეობამაც უნდა ისწავლოს აზრის დაფიქსირება, მისთვის მოსაწონი კურსის მხარდაჭერა. ამისათვის მხოლოდ ხმის მიცემა არაა საკმარისი. ასევე ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების ამომრჩეველი უნდა იყო. თუ არ მოგწონს ის, რასაც მცირე ჯგუფი გახვევს თავზე, უნდა შეგეძლოს საპირისპიროს გამოსახატად ასევე გამოსვლა და დაფიქსირება. მარტივია, მაგრამ ეფექტიანი". 494 2-ს მოსწონს
|