სიახლეები იზრუნე საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და გაითვალისწინე ჯანმო-ს რეკომენდაციები 2022, 22 მარტი, 17:34 ეს რეკომენდაციები დაგეხმარება გაუმკლავდე ნეგატიურ მოვლენებს და მასთან დაკავშირებულ სტრესს: ხერხი 1: დამიწებადამიწდით ემოციური ქარიშხლების დროს თქვენი ფიქრების და განცდების შემჩნევით, შენელებით და თქვენს სხეულთან დაკავშირებით − ნელა და - აწექით იატაკს ფეხებით. გაიჭიმეთ და ისუნთქეთ, შემდეგ ხელახლა დაფო - კუსდით და ჩაერთეთ სამყაროში თქვენ გარშემო. რას ხედავთ, გესმით, რას გრძნობთ შეხებით, გემოთი, სუნით? ცნობის მოყვა - რეობით დააკვირდით რასაც შეხვდებით. შეამჩნიეთ სად ხართ, ვინ არის თქვენთან ერთად და რას საქმიანობთ. რჩევა ვარჯიშის შესასრულებლად: დამიწება განსაკუთებით სასარგებლოა სტრესულ სიტუაციებში ან ემოციური ქარიშხლების დროს. დამიწების სავარჯიშო შეგიძლიათ შეასრულოთ როდესაც სულ ერთი ან ორი წუთი გაქვთ, მაგალითად, როდესაც რამეს ელოდებით, ყოველდღიური საქმის დაწყებამდე ან დასრულებისას, როგორიცაა რეცხვა, ჭამა, საჭმლის მზადება ან ძილი. თუ ამ აქტივობების დროს ივარჯიშებთ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მოსაწყენი საქმეები უფრო სასიამოვნო გახდა, ხოლო დამიწება უფრო ადვილი იქნება მოგვიანებით, რთულ სიტუაციებში. ხერხი 2: კაუჭიდან დახსნა გათავისუფლდით კაუჭიდან ამ სამი ნაბიჯის გავლით: 1) შეამჩნიეთ, რომ მძიმე ფიქრმა ან განცდამ კაუჭზე წამოგაგოთ. გააცნობიერეთ, რომ მძიმე ფიქრმა ან განცდამ თავგზა აგიბნიათ, და ცნობის - მოყვარეობით დაუკვირდით ამ მდგომარეობას. 2) შემდეგ, ჩუმად სახელი დაარქვით მძიმე ფიქრს ან განცდას; მაგალითად: „ეს არის მძიმე განცდა“, „გულმკერდში დაჭიმულობას ვგრძნობ“, „ვგრძნობ ბრაზს“, „ეს არის მძიმე ფიქრი წარსულის შესახებ“, „ვამჩნევ მძიმე ფიქრს“, „ვამჩნევ შიშს, რომელიც მომავალს უკავშირდება“ 3) შემდეგ, ხელახდა დაფოკუსდით იმ საქმეზე, რასაც აკეთებდით. ყურადღება მთლიანად დაუთმეთ ადამიანს, ვინც თქვენთანაა და საქმეს, რასაც აკეთებთ. ხერხი 3: ღირებულებების თანახმად მოქმედება აირჩიეთ ღირებულებები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის. მაგალითად: • იყოთ კეთილი და მზრუნველი • დაეხმაროთ სხვებს • იყოთ მამაცი • იყოთ შრომისმოყვარე თქვენ წყვეტთ, რომელი ღირებულებებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი! შემდეგ, აირჩიეთ შედარებით ადვილი, განხორციელებადი გზა, რისი დახმა - რებითაც მომავალი კვირის მანძილზე ღირებულებების თანახმად მოქმედებას შეძლებთ. რას გააკეთებთ? რას იტყვით? სულ პატარა ქმედებებსაც კი მნი - შვნელობა აქვს! გახსოვდეთ, ნებისმიერ რთულ სიტუაციას სამი მხრიდან შეიძლება მიუდგეთ: 1. გაეცალეთ სიტუაციას 2. შეცვალეთ, რისი შეცვლაც შეიძლება; მიიღეთ ტკივილი, რომლის შეცვ - ლაც შეუძლებელია და იცხოვრეთ თქვენი ღირებულებების თანახმად. 3. დანებდით და ჩამოშორდით თქვენს ღირებულებებს. ხერხი 4: სიკეთის გამოჩენა იყავით კეთილი. შეამჩნიეთ ტკივილი თქვენში და სხვებში და უპასუხეთ სიკეთით. გათავისუფლდით ბოროტად განწყობილი ფიქრებისგან, შეამჩნიეთ და სახელი დაარქვით მათ; შემდეგ, სცადეთ საკუთარ თავთან კეთილად გასაუბრება. თუ საკუთარი თავის მიმართ კეთილი ხართ, მეტი ენერგია გექნებათ სხვების დასახმარებლად და, ასევე, მეტი მოტივაცია, იყოთ კეთილი სხვების მიმართ, რაც ყველასთვის მომგებიანია. ასევე, შეგიძლიათ თქვენი ერთ-ერთი ხელი აარჩიოთ და წარმოიდგინოთ, რომ ის სიკეთით ივსება. რბილად მოათავსეთ ეს ხელი სადმე სხეულზე, სადაც ტკივილს გრძნობთ. იგრძენით სითბო, რომელიც თქვენი ხელიდან სხეულში მიედინება. ნახეთ, თუ შეძლებთ საკუთარი თავის მიმართ სიკეთის გამოჩენას ამ ხელის დახმარებით. ხერხი 5: სივრცის შექმნა მძიმე ფიქრების და განცდების მოშორების მცდელობა ხშირად არც ისე კარგად მუშაობს. ამის ნაცვლად, შექმენით მათთვის სივრცე: 1) ცნობისმოყვარეობით შეამჩნიეთ მძიმე ფიქრი ან განცდა. ყურადღების ცენტრში მოაქციეთ. მტკივნეული განცდა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორც ნივთი და დააკვირდეთ მის ზომას, ფორმას, ფერს, ტემპერატურას. 2) სახელი დაარქვით მძიმე ფიქრს ან განცდას. მაგალითად: „ეს არის მძიმე განცდა“, „ეს არის მძიმე ფიქრი წარსულის შესახებ“, „ვამჩნევ სევდას“, „ვამჩნევ ფიქრს, რომელიც ამბობს: მე სუსტი ვარ“ 3) მიეცით მძიმე განცდას ან ფიქრს ნება, რომ გაჩნდეს და გაქრეს, როგორც ეს ამინდის ცვლილებისას ხდება. ჩასუნთქვასთან ერთად, წარმოიდგინეთ, რომ ჰაერი ტკივილის გავლით და მის გარშემო მოძრაობს, შექმენით მისთვის სივრცე. ფიქრთან ან განცდასთან ჭიდილის ნაცვლად, მიეცით მას თქვენში მოძრაობის ნება, როგორც ამინდი მოძრაობს ცაზე. თუ თქვენ ამინდთან არ იბრძვით, მეტი დრო და ენერგია გექნებათ გარშემო სამყაროში ჩართუ - ლობისთვის და იმის კეთებისთვის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. 72 შეფასება არ არის
|