საზოგადოება მაჰათმა განდის 12 საოცარი გამონათქვამი ცხოვრებასა და ჭეშმარიტებაზე, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ 2022, 22 მარტი, 13:26 მაჰათმა განდი იყო ის, ვინც უარი თქვა მატერიალურ სიკეთეზე და ცხოვრება სამყაროს, პირველ რიგში მშობლიური ინდოეთის უკეთესობისკენ შეცვლას შესწირა. „მაჰათმა“ ინდურად „დიდ მასწავლებელს“ ნიშნავს. იხილეთ მისი 12 საოცარი გამონათქვამი ცხოვრებასა და ჭეშმარიტებაზე: 1.“თუკი სამყაროს შეცვლა გსურთ – პირველ რიგში, თავად შეიცვალეთ.’’ თუ ფიქრებს შეცვლით, შეცვლით, ასევე, გრძნობებსა და ქმედებებს. 2.“ ჩემი ნებართვის გარეშე, არავის ძალუძს მაწყენინოს მე.’’ 3."სუსტი არასდროს გაპატიებთ. პატიება – ეს ძლიერთა თვისებაა.’’ 4.“სულ ცოტა საკუთარი გამოცდილება უფრო ღირებულია, ვიდრე ტონობით ადამიანების რჩევები.’’ 5.“არ მინდა, განვჭვრიტო მომავალი. ჩემი ვალია, აწმყოს მოვუფრთხილდე, რადგან მომავლი ჭვრეტა ღვთის უფლებაა, მას კი, ეს ჩემთვის არ მოუნიჭებია" 6.“ვაღიარებ, რომ მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ისევე სცოდავს, როგორც სხვა ნებისმიერი მოკვდავი.’’ 7.“თავიდან ძაღლადაც არ გაგდებნ, შემდეგ – დაგცინიან, ბოლოს კი, გებრძვიან – ასეთია გზა გამარჯვებისკენ.’’ 8.“მე ადამიანებში მხოლოდ კარგის მჯერა. თვითონ არ ვარ უცოდველი და ამიტომაცაა, რომ არ მივიჩნევ საკუთარ თავს ღირსად, განვსაჯო შეცდომებისთვის სხვა.’’ 9.“ განვითარება – ეს ცხოვრების კანონია. და ადამიანი, რომელიც თანმიმდევრულად ცდილობს წესების ჩამოყალიბებას, თავს არასწორ პოზიციაში იყენებს.’’ 10."იცხოვრე ისე, თითქოს ხვალ აპირებ სიკვდილს, ისწავლე ისე, როგორც სამუდამოდ აპირებ ცხოვრებას." 11."მე უფრო დიდი დანაკარგი ვერ წარმომიდგენია, ვიდრე თვითპატივისცემის დაკარგვა." 12."სულიერი ურთიერთობა უფრო ძვირფასია, ვიდრე ფიზიკური. ფიზიკური ურთიერთობა სულიერის გარეშე არის სხეული სულის გარეშე." 601 1-ს მოსწონს
|