საზოგადოება "გრიგოლ ვაშაძე სულ ქლიავი იყო, ჩვენ ვერ ვამჩნევდით" – ელისო კილაძე 2022, 22 მარტი, 13:03 „გრიგოლ ვაშაძე სულ ქლიავი იყო, ჩვენ ვერ ვამჩნევდით!”- ასე უპასუხა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ, ერთ-ერთ ფეისბუქმომხმარებელს, რომელმაც გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით დასვა კითხვა. მედიაჰოლდინგ ქრონიკა+ის რედაქტორის ელისო კილაძის ამგვარი შეფასება გრიგოლ ვაშაძედმ მას შემდეგ დაიმსახურა, რაც უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტის მისამართით საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები შეაქო და ხელისუფლებას პატრიოტული უწოდა. როგორც ჩანს ელისო კილაძის და ნაძმოძრაობის მხარდამჭერები ამ განცხადებებით გაღიზიანდნენ. შეგახსენებთ, ასეთივე მწვავე შეფასებები ჰქონდათ კილაძესა და გრიგოლ ვაშაძის ყოფილ თანაგუნდელებს მაშინაც, როცა ვაშაძემ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდი დატოვა და დიდი ხნის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. დიდი პაუზის შემდეგ კი ის სტრატეგია აღმაშენებელს შეუერთდა. ბოლო ხანს გრიგოლ ვაშაძე კვლავ სააკაშვილთან გამოჩნდა და საპატიმროში ექსპრეზიდენტს რამდენჯერმე ესტუმრა. ცნობისთვის, ვაშაძის ლანძღას იგივე ხალხი მაშინაც არ იზარებდა, როცა ნაცმოძრაობის დატოვების შემდეგ ამჯერად ვაშაძის მეუღლეზე, ცნობილ ქართველ ბალერინაზე, ნინო ანანიაშვილზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ის რუსეთში, ერთერთი საბალეტო დასის ხელმძღვანელად დაენიშნათ. ამის შემდეგ ნაცმოძრაობის გუნდი სოციალურ ქსელში წერდა, რომ კიდევ კარგი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტად არ აირჩიეს, თორემ ამგვარი პიროვნება „კინაღამ პირველი ლედი გახდა და ის კი რუსეთში თანამდებობაზე ინიშნებაო“. "ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება. უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაუჭირა მხარი; ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვას დაუჭირა მხარი; დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ აღძრულიყო საქმე, იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, დაუჭირა მხარი. არ ვთქვათ ეს? ანუ ვთქვათ, რომ ეს არ გაუკეთებია საქართველოს ხელისუფლებას? ხო იდიოტიზმია? გააკეთა, შეიძლება მეტი გააკეთოს? ამისთვის უნდა გვქონდეს იმდენი ინფორმაცია, რაც აქვს ხელისუფლებას, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენი უკრაინელი მეგობრები უკმაყოფილოები არიან, ამასაც ხაზი უნდა გავუსვათ, მაგრამ ის, რაც გაკეთებულია, ამაზე უნდა ვთქვათ, რომ გაკეთებულია”– განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ “აჭარის ტელევიზიის” ეთერში, გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” ჩართვისას. 492 შეფასება არ არის
|