x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"ასამართლებენ ადამიანს, რომელიც მსოფლიოში ერთადერთი იყო, ვინც პუტინს უპირისპირდებოდა" -გიული ალასანია
imageმიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანია სასამართლოს დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა:


„ძალიან მიკვირს, ამ ადამიანების, რომლებიც დღეს კიდევ ასამართლებენ ჩემს შვილს. იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ პუტინს დარჩა დღეები კი არა, საათები აქვს დათვლილი, ამას ვერ მიხვდნენ. რეალობა ვერ დაინახა ამ ხალხმა და ასამართლებენ ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე, მსოფლიოში ერთადერთი იყო, ვინც პუტინს უპირისპირდებოდა და ყველა იყო დამუნჯებული, დაყრუებული და გაზარდეს მონსტრი, რომელიც მივიღეთ. დღეს ამდენ ადამიანს ხოცავს უკრაინაში და ჩემი შვილი, რატომ არის ამ სკამზე? იმიტომ, რომ არ მიართვა თავისი ქვეყანა თეფშზე დადებული“, - აცხადებს გიული ალასანია "მთავარ არხთან" ინტერვიუში.


21 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.


სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თვე-ნახევრის შემდეგ უნდა შეიცვალოს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ეროვნული თანხმობის მთავრობით, რასაც უნდა მოჰყვეს რიგგარეშე არჩევნები.


„უკრაინა იგებს და თქვენი დრო იწურება და მე არ ვაპირებ, რომ რაღაცები დავივიწყო, არ ვაპირებ, არც არავის გემუქრებით, ყველამ უბრალოდ, მე ვფიქრობ, ამაზე უნდა იფიქროს. მე მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლებას, თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები, ამ ფორმით დარჩა მაქსიმუმ თვე- ნახევარი. ლაპარაკი იმაზე, რომ ამ ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ ეს გააკეთოს, ის გააკეთოს, ვერავის ვერაფერს ვერ ვაიძულებთ, როგორც პუტინს ვერ ვაიძულებთ, რომ რამე გავაკეთებინოთ, ასევე პუტინის გაგრძელებას ჩვენ ვერ ვაიძულებთ. მოდით, მივიდეთ და მოვთხოვოთ! ვის უნდა მოვთხოვოთ - პუტინს? ეს ხელისუფლება წავა მოუსავლეთში ამ გაზაფხულზე. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის შეიძლება შესული იყოს წარმომადგენლების ნაწილი „ქართული ოცნებისაც“, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ვალი, იმ მომენტში, როდესაც რუსეთი იქნება ჩამოშლილი, დავხვდეთ წელში გამართული, მომზადებული იმისათვის, რომ მომენტი, რომელიც დავით აღმაშენებელს დაუდგა დიდგორის დროს, ჩვენ არ გავუშვათ“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.



1
183
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
183
  
რამდენადაც ვიცი,ბიუჯეტის ფულის გაფლანგვაში და არაადამიანურ მოპყრობის წახალსებას ედავებიან,ხოდა რა შუაშია პუტინი? ადამიანების გაღარიბების ხარჯზე გულაობდა და აგულავებდა თავის ნაშებს,ხოდა გასაკვირი რა არის? რაც შეეხება ამ მთავრობის რუსეთუმეობას,როდის დამთავრდება ეს ცირკი და როდის შეწყვეტს ერი "რუსის აგენტის" ძახილს ყველასთვის,ვინც საპირისპირო აზრს გამოხატავს? უტვინობის ზეიმია ქვეყანაში და მომავლის იმედი არ ჩანს. ტფუი ამათი...
0 1 1