x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
დამბლა, მთვარეულობა, კრთომა, განათლების მიღება და სხვა - რატომ გვემართება ძილში?
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ძილი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბევრი თქვენგანისთვის ახალი იქნება ის ინფორმაცია, რომ ხანგრძლივ ძილზე უმნიშვნელოვანესი, ხარისხიანი და სწორი ძილია! დასაძინებლად დაწოლის პროცესში რთულია მოახდინო პროგნოზი, რამდენად ხარისხიანად გამოიძინებთ დილისთვის და ხომ არ დაარღვევს თქვენს მშვიდ ძილს - ძილში დამბლა; ძილში კრთომა (შეხტომა); მთვარეულობა; ასტრალზე გასვლა; ძილში საუბარი და სხვა ფაქტორები, რომელთა საიდუმლოს შესახებ სწორედ დღევანდელ სტატიაში მინდა გესაუბროთ.



image


დამბლა, მთვარეულობა, კრთომა, განათლების მიღება და სხვა - რატომ გვემართება ძილში?




1. ძილში დამბლა.

image


რომ მიხვდეთ რა არის ძილში დამბლა, უნდა გქონდეთ შემდეგი შეგრძნება– ღამით გამოღვიძების დროს თქვენ არ შეგიძლიათ განძრევა და გიპყრობთ შიში, თითქოს ოთახში ვიღაც ან რაღაც არის. ძველად მსგავს შემთხვევებს ბოროტ ძალებს მიაწერდნენ ხოლმე.



რა იწვევს ძილში დამბლას? როდესაც ვწვებით დასაძინებლად და ძილიც გვესტუმრება, ჩვენი ტვინი და სხეულის ყველა კუნთი ითიშება და მოსვენების რეჟიმზე გადადის. არის შემთხვევები, როდესაც უცაბედი გამოღვიძების დროს ტვინი ფხიზლდება, თუმცა კუნთები მას არ ემორჩილება და რჩება მიძინებულ ვითარებაში, ანუ ეს დამბლის მაგვარი მდგომარეობაა.



მოსახლეობის 7%–ს ერთხელ მაინც ჰქონია დამბლა ძილში და მათი თქმით, ეს მაშინ ხდება, როდესაც ზურგზე სძინავთ.





2. ძილში საუბარი.

image

ადამიანს, რომელიც ძილში საუბრობს, ამას ვერ ხვდება და წარმოდგენაც არ აქვს ამის შესახებ. თუმცა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს საშიში სულაც არ არის.



რა იწვევს ძილში საუბარს? ეს სტრესის ერთ–ერთი ნიშანია და ადამიანი ძილში ცდილობს შეეწინააღმდეგოს იმ ფაქტს, რომელსაც რეალობაში არ (ვერ) ეწინააღმდეგება. ძირითადად კი ბავშვებს და მამაკაცებს ემართებათ.





3. სიზმარი სიზმარში.

image

ჩაძინებული ადამაიანი ხშირად ხედავს სიზმარს და გამოიღვიძებს ხოლმე ამ სიზმრიდან, თუმცა აღმოჩენილა, რომ მან სიზმრის სიზმრიდან გაიღვიძა. ხშირად სიზმარში ნანახ სიზმარზეც ყვებიან. ამ ფაქტს ბევრი განიცდის.



რა იწვევს სიზმარში სიზმარს? ეზოთერიკის მიმდევრების (ეზოთერიკას მიეკუთვნება კონცეფციები ადამიანის ფარული ბუნების შესწავლაზე. ადამიანს გააჩნია უამრავი დამალული შესაძლებლობა, რომელიც შეუძლია განავითაროს და გამოიყენოს) მტკიცებით ეს ადამიანის თავის სულისადმი დამოკიდებულებაა. თუმცა მეცნიერებს არ შეუძლიათ ახსნან ეს პროცესი.





4. ძილში სიარული - მთვარეულობა.

image

ეს პროცესი, რომელიც ძილს ახლავს, ძილში დამბლის საპირისპიროა, ანუ ამ შემთხვევაში ტვინს სძინავს, თუმცა კუნთები გამოღვიძებულია. ადამიანს შეუძლია სიარული როგორც სახლში, ასევე შეუძლია გარეთაც გავიდეს, რაც საშიშია, თუმცა გამოღვიძებისას არაფერი ახსოვს.



რა იწვევს ძილში სიარულს? დედამიწის მოსახლეობის 4, 6 – 10, 3%–მდე მთვარეულია, რომელთაგან უმეტესი ბავშვია. სამწუხაროდ, ვერც ამ პროცესის მიზეზი დადგინდა და შესაბამისად არც მკურნალობის მეთოდებია ცნობილი.





5. ძილში აპნოე (სუნთქვის დროებითი შეჩერება, უკმარისობა).

image

ძილში აპნოე ემართებათ ძირითადად მსუქან, მწეველ და ხანდაზმულ ადამიანებს. ეღვიძებათ მათ სუნთქვის უკმარისობით და ამ დროს ტვინი განიცდის ჟანგბადის შიმშილს, შესაბამისად უარესდება ძილის ხარისხი და ქვეითდება წნევა, რაც იწვევს გულის პრობლემებს.



რა იწვევს ძილში აპნოეს? ძილის დროს ზოგიერთ ადამიანს ყელის კუნთების მოდუნება ემართება, რაც შესაბამისად იწვევს სასუნთქი გზების გადაკეტვას.





6. სიზმრის გამეორება.

image

უცნაური სიზმარი, რომელიც მუდმივად რეპროდუცირდება ერთი და იგივე ამბით, ალბათ ყველა თქვენგანს აქვს ნანახი.



რა იწვევს სიზმრის განმეორებით ნახვას? მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ფაქტებით ტვინს სურს ჩვენი ყურადღება მიაპყროს იმ მოვლენებს, რომელთაც ვერ ვაცნობიერებთ და განმეორებადი სიზმრები შეგვაწუხებს მანამ, სანამ ვითარება არ დასტაბილურდება.





7. ძილში კრთომა. (შეხტომა)

image

ყველას გქონიათ ალბათ შემთხვევა, რომ სიზმარში ფეხი დაგიცდათ, სადღაც ჩავარდით, წაიქეცით ან ფრენის დროს ცუდათ დაეშვით. სინამდვილეში, ეს ვარდნა საწოლში შეხტომით გამოიხატა. დამეთანხმებით, საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა.



რა იწვევს ძილში კრთომას? მას სამედიცინო ენაზე მიოკლონური კრუნჩხვა ეწოდება. ფაქტია, რომ როდესაც გძინავთ, სუნთქვა, პულსი და გულის მუშაობაც სუსტდება, კუნთები და ორგანიზმი კი მოდუნებულია, ტვინი ამ ყველაფერს აღიქვამს და სიკვდილისპირა დმგომარეობასთან აიგივებს. სწრაფად ჩაძინების და სიზმრის შემთხვევაში კი, რადგან კუნთები დაძაბულია და რითმიც დარღვეულია, ქვეცნობიერად გადარჩენის მიზნით ტვინი თქვენს გადარჩენას მიოკლონური კრუნჩხვით ცდილობს. მიოკლონური კრუნჩხვა კი ჩვენი სხეულის ერთ-ერთი თავდაცვითი სისტემაა.





8. ძილის დროს ასტრალზე გასვლა.

image

ეს პროცესი ნეიროფსიქოლოგიური მოვლენაა, რომლის დროსაც ადამიანი იღვიძებს, დგება საწოლიდან და თავის თავს უყურებს საწოლში მძინარეს. მისტიკოსები და ოკულისტები ამ პროცესით ადასტურებენ სულის არსებობას.



რა იწვევს ძილში ასტრალზე გასვლას? ეს მოვლენა ძალიან რთული შესასწავლია. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მსგავსი ფაქტი მართლაც დგება, თუმცა გამომწვევი მიზეზები უცნობია. თუ როგორ, ან საერთოდ რატომ ხდება მსგავსი რამ, ამაზე პასუხი არ არსებობს. ზოგიერთი ადამიანი სპეციალურად ვარდება მსგავს სიტუაციაში, რომ გააფართოვოს ან ჩაწვდეს ცნობიერების სიღრმეს.





9. უეცარი შთაგონება (განათლება, სწავლულობა) ძილში.

image

ხშირად არ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება ან ვიპოვოთ გამოსავალი, რაზეც გამუდმებით გვეფიქრება, ძილის დროს კი ტვინი თვითონ გვეუბნება რა მოვიმოქმედოთ, მთავარია გაღვიძებისას შევძლოთ დამახსოვრება. ამის ცოცხალი მაგალითები არიან დიმიტრი მენდელეევი, რომელმაც ქიმიური ელემენტების, პერიოდულობის სისტემა ძილში შექმნა და კეკულე, რომელმაც ასევე ძილში შექმნა ბენზოლის ფორმულა.



რა იწვევს ძილში წიგნიერებას? მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ რაღაც არ არის მიღწეული ჩვენი გონებისთვის, ეს ჩვენმა ქვეცნობიერმა უკვე იცის და სწორედ ძილის დროს უმალ მოდის ეს განმანათლებლობა. რას წარმოიდგენს ადამიანი, რომ ძილში შეუძლია შექმნას რაღაც ღირებული.





იხილეთ აგრეთვე:


რატომ ვკრთებით ძილში? ეს ბევრმა თქვენგანმა არ იცისimage




რომელ მხარეს უნდა გვეძინოს? ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცისimage





რა ემართება სულს ჩვენი ძილის დროს?image




აი რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლებიimage




აი რატომ გვეყოფა ყოველი ძილის დროს ცალი ფეხი საბნიდან– მიზეზი გაგაოგნებთ!image


0
160
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0