x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საშინელი ჯოჯოხეთური ვაკუუმური იარაღი-ნახეთ რით ბომბავენ რუსები მარიუპოლს(ვიდეო)
image

გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ესვრის რუსული არმია უკრაინის ქალაქ მარიუპოლს თერმობარულ რაკეტებს, რაც ადასტურებს დესტრუქციული იარაღის უკანონო გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.


Russia Today-ისა და დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის გამოქვეყნებულ კლიპებში ჩანს, რომ "მძიმე ცეცხლმსროლი სისტემა" TOS-1a-დან ესვრიან რაკეტებს სამხრეთ საპორტო ქალაქს, რომელიც უკვე აგერ ორ კვირაზე მეტია განიცდის მძიმე დაბომბვებს რუსეთის მხრიდან, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა.

image


ადგილი სადაც ათობით თერმობარული რაკეტებს ისვრიან მიწას ცეცხლი უკიდია, ესაა ნამდვილი ზალპური ჯოჯოჯეთი, რომლებიც მიმართულია უმწეო სამოქალაქო სამიზნეებისკენ.


თერმობარული ბომბები, ასევე ცნობილი როგორც ვაკუუმური ბომბები ან საჰაერო საწვავის ბომბები, ბევრად უფრო დესტრუქციულია, ვიდრე ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებები და მუშაობს ორ ეტაპად.

image

როდესაც თერმობარული მუხტი განლაგდება, პირველი აფეთქება ასხურებს საწვავის ორთქლს მთელ მიმდებარე ტერიტორიას, ამ დროს კი მეორე აფეთქების შემდეგ ჰაერში ორთქლის ცეცხლოვანი ღრუბელი აალდება. ეს იწვევს მძლავრ აფეთქებას, რაც მაღალი ტემპერატურის ცეცხლოვან ბურთს წარმოქმნის, რომელიც შთანთქავს ჟანგბადს მიმდებარე ტერიტორიაზე და ქმნის აფეთქების მასიურ ტალღას.

image

ცეცხლოვან ბურთს შეუძლია საერთოდ გააქროს მსხვერპლი, ხოლო მაღალი წნევით გამოწვეულმა აფეთქების ტალღამ შეიძლება გაანადგუროს შენობები და ადამიანი ნაწილებად გაგლიჯოს.


ამ თვის დასაწყისში თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თერმობარული იარაღი განლაგდა უკრაინაში, მაგრამ კადრები წარმოადგენს პირველ ვიზუალურ დადასტურებას მათი გამოყენების შესახებ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.


როგორც ცნობილია, რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა მარიუპოლში უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა:

"საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა განვითარდა", - აღნიშნა გენერალ-პოლკოვნიკმა მიზინცევმა.


„ყველას, ვინც იარაღს დაყრის, გარანტირებული ექნება მარიუპოლიდან უსაფრთხო გასვლა“, - დასძინა სამხედრო მაღალჩინოსანმა და თქვა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები მარიუპოლიდან ორშაბათს, 21 მარტს, მოსკოვის დროით 10:00 საათზე გაიხსნება.

image

უკრაინამ უმალ უარყო რუსეთის ულტიმატუმი, უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩიკის თქმით, უკრაინა მოითხოვს, რომ რუსმა სამხედროებმა დაუყოვნებლივ გახსნან ჰუმანიტარული დერეფნები, რათა მარიუპოლის მშვიდობიანი მცხოვრებნი ზაპოროჟიეში გადაიყვანონ. „ვერანაირ ჩაბარებაზე და იარაღის დაყრაზე საუბარი ვერ იქნება და ეს რუსულ მხარეს უკვე ვაცნობეთ“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

image

image

image

0
650
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
650
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0