ბანკები საფრანგეთის ხელისუფლებამ ცენტრალური ბანკის აქტივები 22 მილიარდ ევროდ გაყინა 2022, 22 მარტი, 8:27 „ჩვენ გავყინეთ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის აქტივები 22 მილიარდი ევროს ოდენობით. ჩვენ ასევე გავყინეთ ფულადი სახსრები საფრანგეთის დაწესებულებებში ფიზიკური პირების ანგარიშებზე 150 მილიონი ევროს ოდენობით“, - განაცხადა ლე მერმა რადიოსადგურ RTL-ის ეთერში. ფრანგმა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ქვეყანაში გაყინულია მთლიანი 0, 5 მილიარდი ევროს ღირებულების უძრავი ქონება, რომელიც 30-მდე რუსს ეკუთვნოდა. ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ უძრავი ქონების გაყინვა არ გულისხმობს ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ გასხვისებას. მინისტრის თქმით, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ მესაკუთრეებმა მისი გადაყიდვა ან მოგების მიზნით ვერ გამოიყენონ. 163 3-ს მოსწონს |