x
image
ქეთეონე
"მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ თუ წარუმატებელი იქნება".... ნახეთ რას ამბობს ვოლოდიმერ ზელენსკი
image


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა თუ წარუმატებელი იქნება, ამან შეიძლება "მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს".


"მე მზად ვარ მასთან [პუტინთან] მოსალაპარაკებლად. მე მზად ვიყავი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ამ ომს ვერ დავასრულებთ.


თუ 1%-იანი შანსი მაინც არსებობს ამ ომის შესაჩერებლად, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მე შემიძლია გითხრათ ამ მოლაპარაკების შედეგი - ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ადამიანებს, უდანაშაულო ადამიანებს.



რუსი სამხედროები ჩვენს მოსასპობად, მოსაკლავად მოვიდნენ და ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ ჩვენი ხალხისა და არმიის ღირსება, ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ძლიერ ძალას, ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ. თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი ღირსება ვერ შეინარჩუნებს სიცოცხლეს. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ ყველანაირი ფორმატი უნდა გამოვიყენოთ, ნებისმიერი შანსი მოლაპარაკებებისთვის, შესაძლებლობა პუტინთან სასაუბროდ. მაგრამ, თუ ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ეს მესამე მსოფლიო ომია", - თქვა ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.

0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0