x
image
ქეთეონე
უკრაინაზე თავდასხმა ფართომასშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა

image

CNN-ი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაზე მიმდინარე შეტევები რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა.

"რასაც ვხედავთ, ფართომასშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა" - განუცხადა CNN-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელიც დასძენს, რომ რუსეთის მიზანი დედაქალაქი კიევია.

რუსეთი სამი ძირითადი მიმართულებიდან უტევს რუსეთს - სამხრეთიდან ჩრდილოეთით, ყირიმიდან ქალაქ ხერსონის მიმართულებით; ჩრდილოეთიდან სამხრეთის, ბელარუსიდან კიევის მიმართულებით, კიევის ჩრდილოდასავლეთიდან ჩრდილოაღმოსავლეთის მიმართულებით - ეს შეტევაც ბელარუსიდან კიევისკენაა. ჩვენი შეფასებით, განზრახული აქვთ მთავრობის ჩამოგდება და საკუთარი რეჟიმის დასმა, რაც ახსნის ამ ადრეულ ძვრებს კიევის მიმართულებით." - ამბობს CNN-ის წყარო.

0
267
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0