კონფლიქტები რუსი გენერლის მტკიცებით, კიევი ამერიკელების წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებს, რათა რუსებს დაბრალდეს და ნატო ომში ჩაითრიოს 2022, 20 მარტი, 15:44
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის ოფიცრის ჩვენება აქვს, რომელიც არამარტო ჩაბარდა რუს სამხედროებს, არამედ დეტალური ინფორმაცია მისცა ყველა იმ პირის შესახებ, ვინც მონაწილეობს დივერსიულ საქმიანობაში დონბასის ტერიტორიაზე. მან ასევე განაცხადა, რომ "კიევის რეჟიმი" სერიოზულ პროვოკაციას ამზადებს.ინფორმაციას პუტინისტური KP ავრცელებს.
- დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სამხედრო სპეცოპერაციის ჩატარების დროს უკრაინის უშიშროების მთავარი განყოფილების თანამშრომელი ნებაყოფლობით ჩაბარდა რუს სამხედროებს. ოფიცერი უშუალოდ მონაწილეობდა "დივერსიული და ტერორისტული ჯგუფების მომზადებაში", რომელბასაც ნაციონალისტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უნდა "ემუშავათ". ოფიცერი იტყობინება ტერორისტული აქტების შესახებ, რომლებიც დაგეგმმა ნაციონალისტური ბატალიონმა "აზოვმა". მისი თქმით, ბოევიკების მიზანია ლვოვში შეერთებული შტატების და სხვა დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიების თანამშრომლებისა და ობიექტებზე თავდასხმა, თქვა კონაშენკოვმა. გენერალ-მაიორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის ნაციონალისტური რეჟიმის ხელმძღვანელობამ იცის ნაციონალისტების გეგმები, მაგრამ არანაირ ზომებს არ მიმართავს მათ განხორციელების თავიდან ასაცილებლად. "კიევის ნაციონალისტური რეჟიმი" გეგმავს განახორციელოს თავდასხმები აშშ-სა და დასავლეთის დიპლომატიურ ობიექტებზე, რათა გამოჩნდეს, როგორც "მიზანმიმართული თავდასხმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ".რუსი გენერალის მტკიცებით პროვოკაციის მთავარი მიზანი ნატოს ქვეყნებზე ზეწოლის გაზრდა, რათა უკრაინის თავზე „ფრენის აკრძალული ზონა“ შემიღოს და დამატებითი იარაღი მიიღოს. 532 2-ს მოსწონს
|