სხვა "მშიშარა, დაჩიავებული დედაკაცი, რომელიც შიშობს, რამე არ შეეშალოს საკუთარი უფროსის წინაშე" - პეტრე კოლხი 2022, 19 მარტი, 14:10
მამა პეტრე კოლხი(კვარაცხელია) თინა კანდელაკის ლუჟნიკის სტადიონზე უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლას ეხმაურება და წერს:
"პირადად მე, თინა კანდელაკში დავინახე უსუსური, მხდალი, მშიშარა, დაპატარავებულ-დაჩიავებული დედაკაცი, რომელიც შიშობს, რამე არ შეეშალოს საკუთარი უფროსის წინაშე… სადაცაა დაკისრებული დავალების ჩაბარებას მოსთხოვენ და თავგამოდებული ცდილობს თავი გადაირჩინოს. იქნებ შეძლოს და “ოჯახის უფროსს” თავი მოაწონოს, თორემ “რაბინია” ქალები რიგში დგანან და მის ადგილს უფრო დიდი “რაბინია” დაიკავებს!.. მან თქვა, “არასდროს დავეცემითო”… ვწუხვარ, უკვე დაეცი და ისე დაბლა ხარ, მიწიდან არ ჩანხარ!.."-წერს მამა პეტრე კოლხი.
შეგახსენებთ, მოსკოვში ლუჟნიკის სტადიონზე, ყირიმის ანექსიის დღე აღნიშნეს და ამასთანავე უკრაინაში ომის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, აქციაზე აგრეთვე გამოვიდნენ პუტნის მხარდამჭერი ცნობადი სახეები, მათ შორის იყო თინა კანდელაკი: "მე თინა კანდელაკი ვარ, დავიბადე საქართველოში. 1995 წლიდან ავირჩიე რუსეთი და მას შემდეგ ჩემი სამშობლო რუსეთია, ჩემი სამშობლო საქართველოც არის. ჩვენ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ვცხოვრობთ რუსეთში, გვაერთიანებდა ის, რომ რუსეთმა მიგვიღო, ვუყვარვართ და მოგვცა შესაძლებლობა, მივაღწიოთ მიზანს და არასდროს გვიკრძალავდა, არ დევნიდა ჩვენს კულტურას. ჩვენ ყოველთვის დაგვცინოდნენ, ჩვენ კი საქმეს ჩუმად ვაკეთებდით, აღმოვაჩინეთ ანტარქტიდა, ჩვენ შევქმენით წამალი ციმბირული წყლულის წინააღმდეგ და კორონავირუსის წინაააღმდეგ, პირველად ჩვენ შევქმენით ხმოვანი ტექნოლოგიები. ჩვენი ბალეტი, სპორტი, კულტურა, ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. ვერ წაგვშლით, ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ვერ გატეხვათ და ვერ დაგვაჩოქებთ. რუსეთი არასოდეს დადგება მუხლებზე", - განაცხადა თინა კანდელაკმა. 518 1-ს მოსწონს
|