საზოგადოება 5 ფაქტი დოსტოევსკის შესახებ, რომლებიც შესაძლოა, არ იცოდეთ 2022, 19 მარტი, 12:10 ფიოდორ დოსტოევსკი მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად მიიჩნევა.დოსტოევსკის რომანები დიდი პოპულარობით სარგებლობს მკითხველთა ფართო წრეებში, მისი ტექსტები კი სავალდებულო საკითხავია.
იხილეთ 5 ფაქტი დოსტოევსკის ცხოვრებიდან:
1. ლიტერატურისადმი მის განსაკუთრებულ სიყვარულში დიდი წვლილი მიუძღვით მშობლებს
დოსტოევსკის მშობლები დიდგვაროვნები იყვნენ და შვილებისთვის კარგი განათლების მიცემა მათთვის მნიშვნელოვანი იყო. მომავალ მწერალს გადია ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში უკითხავდა ძველ საგნებსა და ზღაპრებს, მოგვიანებით კი, ოთხი წლის ასაკში ფიოდორს დედამისი ასწავლიდა წერა-კითხვას ბიბლიით. ლიტერატურისადმი თავისი განსაკუთრებული სიყვარული სწორედ მშობლებმა ჩაუნერგეს ბავშვობისას, როცა რუს კლასიკოსებთან ერთად მსოფლიო ლიტერატურას, სერვანტესს, გოეთესა და ჰომეროსს აზიარეს.
2. დოსტოევსკიმ პირველი რომანი 25 წლის ასაკში გამოსცა
რადგან მწერალი დიდგვაროვანთა ოჯახიდან იყო, ადრეულ ასაკშივე მიიღო კარგი განათლება და კარიერის დაწყება არ გასჭირვებია. თუმცა, მისი განათლება მწერლობას სულაც არ უკავშირდება, იგი სამხედრო ინჟინერიას სწავლობდა, იმის მიუხედავად, რომ ეს დიდად არ აინტერესებდა. ლიტერატურასთან მისი ურთიერთობა ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ ინჟინერიას მიატოვებდა — თავდაპირველად ფრანგული ტექსტების რუსულად თარგმნას მიჰყო ხელი. 1845 წელს, 25 წლის ასაკში, თარგმნას წერა ამჯობინა და პირველი წიგნი, საბრალო ადამიანები გამოსცა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ პირველ რუსულ "სოციალურ რომანად".
3. მწერალს ეპილეფსია ჰქონდა
პერიოდული შეტევები დოსტოევსკს 1939 წელს დაეწყო, როცა იგი მხოლოდ 18 წლის იყო. ციმბირში გადასახლების შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და შეტევებიც გახშირდა. დაბრუნების შემდეგ მას წესით სამხედრო დანაყოფში უნდა ემსახურა, თუმცა, სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეთქვა უარი. თავის დღიურში დოსტოევსკი შეტევებს ნაკლებად აღწერდა, თუმცა, მწერლის თქმით, მას ძირითადად ბევრი მუშაობა ან ძილის ნაკლებობა იწვევდა. ლეგენდარულ ავტორს ეპილეფსიის დიაგნოზი 1849 წელს დაუსვეს.
4. მწერალი სიკვდილით დასჯას გადაურჩა
1840-იან წლებში დოსტოევსკი იმ ლიტერატურული მოძრაობის მონაწილე იყო, რომელიც საზოგადოებრივი ცვლილებებისკენ მიისწრაფოდა. ისინი კითხულობდნენ აკრძალულ წიგნებს და შესაძლო სოციალური ცვლილების ჭრილში განიხილავდნენ — მაგალითად, ცენზურასა და ბატონყმობაზე. იმ დროისთვის კი, ევროპაში არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, იმპერიის ხელისუფლება განსაკუთრებით უფრთხოდა მსგავს თემებს. როცა მოძრაობის წევრები დაიჭირეს, მაშინვე გაგზავნეს გაძლიერებული დაცვის საპატიმროში, მოგვიანებით კი, სიკვდილიც მიუსაჯეს. ზუსტად მაშინ, როცა განაჩენი უნდა აღსრულებულიყო, იმპერატორის შიკრიკი მოვიდა ცნობით. დოსტოევსკი კი, სიკვდილით დასჯის ნაცვლად, ციმბირში, ომსკში გაგზავნეს, სადაც იგი რვა წლის განმავლობაში ეწეოდა მძიმე შრომას.
5. დოსტოევკსი მწერალთა და ხელოვანთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრი იყო
სანამ მისი ჯანმრთელობა უარესდებოდა, მწერლის ცნობადობა ერთიორად იმატებდა. 1879 წელსაც კი, როცა იგი თავისი შვილის გარდაცვალებით უკიდურესად დამწუხრებული იყო, უამრავი საპატიო წოდება მიიღო. მათგან ერთ-ერთი იყო მწერალთა და ხელოვანთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრის სტატუსი. ასე იგი ისეთი შემოქმედების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიც ვიქტორ ჰიუგო, ლევ ტოლსტოი, რალფ უოლდო ემერსონი, ჰენრი ლონგფელო და სხვები არიან. ასოციაცია, რომელიც ამ ამბამდე ერთი წლით დააარსა ვიქტორ ჰიუგომ, დღემდე არსებობს და, ძირითადად, მწერლებისა და სხვა ხელოვანების უფლებების დაცვას ემსახურება.
392 3-ს მოსწონს
|