x
image
ქეთეონე
პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ტანკების უკრაინაში გადაყვანის ბრძანება გასცა

image

უკრაინაში განცდილი უდიდესი დანაკარგის შემდეგ, ოკუპანტები ბოლო ძალებს იკრებენ - პუტინმა საქართველოდან ტანკების უკრაინაში გადაყვანის ბრძანება გასცა. ფაქტობრივად დაცლილია ოკუპირებულ ცხინვალში მდებარე რუსული ბაზა. რუს ოკუპანტებს გაჰყავთ არა მხოლოდ მძიმე ტექნიკა, არამედ ცოცხალი ძალაც.


კადრებში, რომელიც საოკაციო რეჟიმის ყოფილმა მეთაურმა ედუარდ კოკოითმა გაავრცელა, ტანკების კილომეტრიანი კოლონა ჩანს, რომელიც ცხინვალის რეგიონს როკის გვირაბის გავლით ტოვებს.


გენერალი დევი ჭანკოტაძე ამბობს, რომ ოკუპანტმა იკრაინაში, ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული ჯარისკაცებიც გადაისწოლა. გენერალი საქართველოს ხელისუფლებისგან პარლემნტისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.



"რუსი ოკუპანტის გარკვეული კონტიგენტი, რომელიც იმყოფებოდა აფხაზეთში 26-ში დაიტვირთა გაგრის რკინიგზის სადგურზე დაიტვირთა თავის ჯავშანტექნიკით და გაიგზავნა უკრაინაში საბრძოლველად. ბოლო ძალებს იკრებენ, რომ მარცხი არ განიცადონ უკრაინაში.


ერთ-ერთი რეგიონი არის სამაჩაბლოც, საიდანაც გადის პირადი შემადგენლობის ტექნიკა. გასაგებია, რომ არსებობს ღია და დახურული ინფორმაცია, თუმცა პარლამენტმა მეტი უნდა იცოდეს, რა ხდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში"- ამბობს ჭანკოტაძე.


აკია ბარბაქაძე კი ამბობს, რომ "პუტინი ვალს ითხოვს მის მიერ აღიარებული კვაზი სახელმწიფოებისგან".


"პუტინი მათგან ითხოვს შეიარაღებას და ცოცხალ ძალას, რათა გენერალური შეტევა განახორციელოს უკრაინაში"- თქვა ბარბაქაძემ და იქვე დასძინა, რომ რუსეთის მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული.

0
349
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0