ქალი და მამაკაცი "შეუერთდეს ევა ბრაუნი თავის ფიურერს" - შვეიცარიიდან ალინა კაბაევას გაძევებას ითხოვენ 2022, 16 მარტი, 17:57 პეტიციის ინიციატორებმის თქმით, პუტინის საყვარლის ევროპული სახელმწიფოში დარჩენა მიუღებელია.იუწყება გამოცემა The Saxon -ი. გლობალურმა ვებსაიტმა change.org -მა მოუწოდა შვეიცარიის ხელისუფლებას ქვეყნიდან დეპორტაცია გაუკეთონ ვლადიმერ პუტინის საყვარელს. ალინა კაბაევას, სპორტსმენს და სახელმწიფო დუმის ყოფილ დეპუტატს. პეტიციის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და ცნობილია, როგორც დიქტატორისა და სამხედრო დამნაშავის- პუტინის ფავორიტი. "ძვირფასო შვეიცარიის კონფედერაციავ, რატომ აძლევთ უფლებას პუტინის რეჟიმის წევრებს დარჩნენ ქვეყანაში? გთხოვთ, დაუკავშიროთ ალინა ევა ბრაუნ კაბაევა მის ფიურერს, ვლადიმერ პუტინს“, - ნათქვამია პეტიციაში. მიმართვის ტექსტში ნათქვამია, რომ შვეიცარიამ უახლეს ისტორიაში პირველად დაარღვია ნეიტრალიტეტი, რაც ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგაც კი არ გააკეთებია და ანტირუსულ სანქციებს დაუჭირა მხარი . ამ დროისთვის პეტიციას უკვე 41000-ზე მეტმა ადმაიანმა მოაწერა ხელი . ალინა კაბაევა საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება - ბოლოს საჯაროდ გასული წლის აგვისტოში გამოჩნდა, როდესაც ტოკიოს ოლიმპიადაზე სკანდალის გამო კომენტარის გაკეთება სთხოვეს. პუტინის ფავორიტი ქალი, 38 წლის ალინა კაბაევა ჯერ კიდევ პანდემიამდე ძირითადად შვეიცარიაში იმყოფებოდა.ამჟამად ცხოვრობს წყნარ ადგილზე იტალიის საზღვართან ახლოს. ომის დაწყების შემდეგ ალინა კაბაევამ საჯარო განცხადება გააკეთა და დაგმო რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ სანქციები, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება აწესებს უკრაინაში “სამხედრო სპეცოპერაციის გამო". დიდი ხანია დადის ჭორები, რომ ალინა კაბაევამ პუტინისგან ტყუპები გააჩინა, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავს. პაპარაცებმა 2018 წლის ფოტოც გამაოქვეყნეს, სადაც ჩანს რომ ალინა კაბაევას ორსული მუცლის დასაფარად ფართო კაბა აცვია. 1385 3-ს მოსწონს |
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤