x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ბელა ჰადიდმა აღიარა, რომ პირველი პლასტიკური ოპერაცია 14 წლის ასაკში გაიკეთა

მოდელი ბელა ჰადიდი Vogue-ის აპრილის ნომრის გმირი გახდა და გამოცემასთან ინტერვიუში აღიარა, რომ პლასტიკურ ოპერაციას მიმართა, თანაც 14 წლის ასაკში. მოდელმა რინოპლასტიკა გაიკეთა, რასაც, მისი თქმით, ნანობს.image
“ჩემი წინაპრების მსგავსად ცხვირის ბუნებრივი ფორმა უნდა შემენარჩუნებინა. ხალხი ფიქრობს, რომ სახე მთლიანად გადავიკეთე მხოლოდ რამდენიმე თინეიჯერული ფოტოს გამო, რომლებშიც დიდი სახე მიჩანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახლა ისე არ გამოიყურები, როგორც 13 წლის ასაკში, არა? ფილერი არ მაქვს. მოდი დავხუროთ ეს თემა. მე არ მაქვს პრობლემა ფილერებთან, მაგრამ ის ჩემთვის არ არის. ამბობენ, რომ თვალების ფორმაც შევცვალე, მაგრამ ეს მხოლოდ სახის წებოვანი ლენტების დამსახურებაა.".image
ჰადიდმა ასევე აღიარა, რომ გაიარა თერაპია და რომ ეს იყო "ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი ოდესმე გაუკეთებია საკუთარი თავისთვის". არც ისე დიდი ხნის წინ მოდელმა უკვე ისაუბრა ფსიქიკურ პრობლემებზე - დეპრესიის გამო ის იძულებული გახდა, სეზონი გამოეტოვებინა და ჩვენებებში არ მიეღო მონაწილეობა. წელს ბელა უკვე აქტიურად დაუბრუნდა სამუშაოს.

1
464
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
464
  
2022, 20 მარტი, 22:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1