საზოგადოება დოსტოევსკის 7 გენიალური გამონათქვამი 2022, 16 მარტი, 12:16
იხილეთ დოსტოევსკის 7 გენიალური გამონათქვამი:
1."საკუთარი გზით არასწორად სიარული სჯობს, სხვისი გზით სწორად სიარულს"
2."ადამიანების არსებობის უმთავრესი იდეა სიცოცხლე კი არა იმის პოვნაა, რისთვისაც იცოცხლებს."
3."თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულერთია." 4."ბედნიერება ბედნიერებაში კი არა, მისი მიღწევის მცდელობაშია." 5."არასოდეს მოატყუო საკუთარ თავს. ის, ვინც საკუთარ თავს ატყუებს, ვეღარ ხედავს სიმართლეს საკუთარ თავში, ან მის გარშემო და საკუთარი თავის და გარშემომყოფების პატივისცემას კარგავს. ის, ვინც პატივისცემას კარგავს, კარგავს სიყვარულის უნარს." 6."ადამიანი მისი სიცილითაც შეგიძლია გამოიცნო. თუკი ადამიანის სიცილი მოგეწონა, სხვა რომ არაფერი იცოდე მის შესახებ, შეგიძლია დარწმუნებული იყო მის კარგ ადამიანობაში." 7."ადამიანი საიდუმლოა და მე ძალიან მინდა ამ საიდუმლოს ჩავწვდე, იმიტომ რომ მეც მინდა ვიყო ადამიანი." 631 1-ს მოსწონს
|