x
image
ბადრი ანთია
საუკეთესო "აჯიკის" რეცეპტი
imageთუ გსურთ აჯიკა ძალიან ცხარე გამოვიდეს, მაშინ 700 გრ წითელი მწარე წიწაკა და 300 გრ ბულგარული წიწაკა შეურიეთ.

რეცეპტის ინგრედიენტები:

500 გრამი წითელი მწარე წიწაკა

500 გრამი წითელი ბულგარული წიწაკა


200 გრამი ოხრახუში 150 გრამი ნიახურის ფოთლები

150 გრამი რეჰანი

400 გრამი ნიორი

3 ს/კ უცხო სუნელი

3 ს/კ ქინძის სუნელი

3 ს/კ ყვითელი ყვავილი

2 ს/კ კამის სუნელი

50 გრამი მარილი, ან გემოვნებით რეცეპტის მომზადების საფეხურები 1 წიწაკა და მწვანილები კარგად გარეცხეთ და ბოლომდე გააშრეთ. 2 მწარე წიწაკა და ბულგარული შუაზე გაჭერით და მოაშორეთ თესლი. გამოიყენეთ ხელთათმანები. 3 გაარჩიეთ ნიორი. 4 ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ წიწაკები, ნიორი, ოხრახუში, ნიახური და რეჰანი. 5 გადაიტანეთ დიდ თასში და დაუმატეთ სანელებლები და მარილი. 6 გატარებული ინგრედიენტები ხელით კარგად აურიეთ. აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები. 7 მიირთვით ხორცთან ან სხვა კერძთან ერთად.

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:ბადრი ანთია
ბადრი ანთია
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0