x
როგორ შევუწყოთ ხელი "ბედნიერების ჰორმონების" გამომუშავებას
image




ადამიანებს გაგვაჩნია 4 ძირითადი ე.წ. "ბედნიერების ჰორმონი." მათი ცოდნა და სწორი, ჯანსაღი გზებით გამომუშავება დაგვეხმარება თავი უფრო კარგად ვიგრძნოთ.


1.დოპამინი


გამოიყოფა ჯილდოს მოლოდინის პროცესში. დიდ როლს თამაშობს კარგი (და ცუდი) ჩვევების ჩამოყალიბებასა და დამოკიდებულების გაჩენაში.



როგორ გამოვიმუშაოთ:


• To do list-ზე დავალების გადახაზვა

• ძილის დარეგულირება

• საყვარელი მუსიკის მოსმენა

• თეთრი შაქრის/ფქვილის დიეტაში შემცირება მედიტაცია

• მიზნისკენ პატარა ნაბიჯების გადადგმა

• მზეზე ყოფნა


2.სერატონინი


დაკავშირებულია სიამაყის, თავდაჯერებულბის, რაღაცის მიღწევის გრძნობასთან, მაგ. როდესაც სხვები გვიფასებენ შრომას. ის გვაძლევს მოტივაციას, ვიშრომოთ და მიზნებს მივაღწიოთ.


როგორ გამოვიმუშაოთ:


• მიზნების დასახვა და განხორციელება

• ვარჯიში მედიტაცია

• სტრესის შემცირება

• იოგა/აერობიკა

• მზეზე ყოფნა _ მასაჟი

• ხილით, ბოსტნეულით, ცილებით მდიდარი დიეტა


3.ენდორფინი


ჩვენი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც გამოიყოფა ფიზიკური დატვირთვის/ ტკივილის დროს, გვეხმარება ფიზიკური დისკომფორტის დაძლევაში.


როგორ გამოვიმუშაოთ:


• 30 + წუთი ვარჯიში (მარტო ან სხვებთან ერთად)

• მედიტაცია

• სექსი/მასაჟი

• მუქი შოკოლადი

• სიცილი

• ცხელი აბაზანის მიღება

• დრამატული ფილმის ყურება



4.ოქსიტოცინი


ე.წ. "სიყვარულის ჰორმონი" გამოიყოფა სხვებთან კავშირის, შეხების, სიყვარულის მეგობრობის, ნდობის, ალერსის დროს.


როგორ გამოვიმუშაოთ:


• საყვარელ ადამიანებთან ჩახუტება

• დადებითი სოციალური ინტერაქციები

• სექსი/მასაჟი

• ოჯახთან ერთად სადილი

• გუნდური მუშაობა საერთო მიზნისკენ

• საჩუქრის ჩუქება

• როდესაც სხვას ემპათიით ვუსმენთ ან ვეხმარებით

0
157
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0