x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
აირჩიეთ მზე და გაიგეთ რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.

ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.



image




მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერ-ფიზიოლოგს ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.

ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ ჩვენგან.



დღევანდელ სტატიაშიც მინდა შემოგთავაზოთ ფსიქო-ტესტი, რომელიც მოითხოვს თქვენგან მცირე კონცენტრაციას და მოცემული ფოტოდან ერთ-ერთი მზის არჩევას. თქვენი არჩევანი გამოხატავს თქვენს თვისებას.




image



თუ თქვენი არჩევანია მზე - ნომერი ...



1. საოცრად პოზიტიური ადამიანი ბრძანდებით. გიყვართ ცხოვრება და იცით, რომ ყველაფერში მოიძებნება რაღაც კარგი და დადებითი. გაგაჩნიათ ჯანსაღი გონება და კეთილი სული, რაც გაძლევთ საშუალებას, ნებსმიერ სიტუაციაში გამოავლინოთ სიკეთე და კარგი მანერები.



2. მეორე მზეს ირჩევენ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად ადამიანში აფასებენ პატივისცემას. ისინი, სხვებს პატივისცემით ეპყრობია და იგივეს ითხოვენ მათგან. აფასებენ პირად სივრცეს და არ მოსწონთ, როდესაც იქ სხვა იჭრება. ასევე, არ იზიდავთ ხმაურიანი კამპანიები და ხალხმრავალი სივრცეები, ურჩევნია მყუდრო ატმოსფერო, ყავის ან ცაის სახლები.



3. მზეს მესამე ნომრით ირჩევენ ადამიანები, რომლებიც დიდ დროს უთმობენ ინტელექტუალურად განვითარების საკითხებს. არ უშინდებიან უცხო ადამიანების გაცნობას, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა. არიან რომანტიკოსები და კეთილები.



4. ამ ტიპის ადამიანებს შეუძლიათ რომ ენერგიით დაიკვეხნონ. მათ გონებაში მუდამ ტრიალებს მრავალი იდეა და ყოველი დღე წუთებსა და წამებშია გათვლილ-დაგეგმილი. მათ იციან, როდის უნდა მოითმინონ და როდის იმოქმედონ, ამიტომ, თითქმის ყოველთის აღწევენ მიზანს.



5. ამ ტიპის ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაეყრდნონ. ისინი აბსოლიტურად ყველას უწევენ დახმარებას და ყოველთვის მიჯნავენ პირად ინტერესებსა და ანგარებას სხვების დასახმარებლად. აქვთ მდიდარი შინაგანი სამყარო, ბევრს ფიქრობენ და ამიტომ შესანიშნავი თანამოსაუბრეები არიან.



6. ამ ტიპის ადამიანები ძალზედ მხიარულები და ცხოვრების სიყვარულით გამორჩეულები არიან, ამიტომ მათ გარშემო, ყოველთვის უამრავი ხალხია. მათ იციან როგორ გაატარონ დრო, იყვნენ კომპანიის სული და შეინარჩუნონ ურთიერთობა ყველაზე დიდ გუნდშიც. გარდა ამისა, მათ შეიძლება ენდოთ და თავისუფლად ჰკითხოთ რჩევა.



7. ამ ტიპის ადამიანებს ბევრი სურვილები და გეგმები აქვთ. მათი ყოველი დღე დიდი სიის ერთ პუნქტს მაინც ეძღვნება. ენერგიულები და მტკიცეები არიან. ახლობლებმა იციან, რომ ესენი არიან ჯარისკაცები, რომლებმაც ბევრი გადაიტანეს, მაგრამ არ ნებდებიან და აგრძელებენ ბრძოლას ბედნიერებისთვის.



8. მერვე ტიპის ადამიანებს ბუნბრივად რკინის ნერვები აქვთ. მათი გამძლეობის, უბრალოდ შეიძლება შეგშურდეთ. ძალიან ტაქტიანი ხალხია, რომლებიც გულწრფელად ცდილობენ არ თქვან ან არ გააკეთონ ისეთი რამ, რამაც შეიძლება სხვა შეურაცხყოს. ამიტომ, სხვებს ძალიან მოსწონთ მათი კამპანია.



0
761
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
761
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0