x
image
თუთიკო ბერძენა
მერამდენე ქრისტიანი მოძღვარი მოკლეს მართლმადიდებელმა რუსებმა უკრაინაში?
მერამდენე ქრისტიანი მოძღვარი მოკლეს მართლმადიდებელმა (?!) რუსებმა უკრაინაში უკვე, აწამეს და დახვრიტეს!



image
ყოველივე, რაც აქამდე იყო და რაც აწი იქნება, უკვე დაშიფრულია ბიბლიაში ღვთიური წინასწარხედვით. ამიტომ ნურც ქართჳელი მაღალი იერარქიის ზოგიერთი მღვდელმთავრის უეცარი გონებადაბნელება გაგვაკვირვებს ამ საყოველთაო შეშლილობის ჟამს.
ბერი გაბრიელიც ხშირად ახსენებდა სიტყვებს "ბოლო ჟამი" და "ბოლო ჟამის პატრიარქი".
მოვიგონოთ სიტყვები წმინდა წიგნიდან.
განა ისინი სრულყოფილად არ გადმოსცემენ დღევანდელ საყოველთაო ვითარებას?.
მარკოზის სახარება, თავი მეცამეტე:
1.ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: მოძღვარო, შეხედე, რა ქვებია და რა შენობები!
2. მიუგო იესომ და უთხრა მას: ხედავ ამ დიდებულ შენობებს? ქვა ქვაზეც არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა და მიწად იქცევა.
3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე, ტაძრის პირდაპირ იჯდა, განცალკევებით ჰკითხეს მას პეტრემ და იაკობმა, იოანემ და ანდრიამ:
4. გვითხარი, როდის მოხდება ეს, ან იქნება ნიშანი იმისა, რომ ყოველივე ეს აღსრულდება?
5. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ.
6. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარო, და მრავალს აცდუნებენ.
7. ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.
8. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება სატიკი მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა, შუღლი და შფოთი. და ეს - სალმობათა დასაწყისია.
9. არამედ მიხედეთ თქვენს თავს, რადგანაც მიგცემენ სამართალში, მათრახით გცემენ და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, რათა უმოწმოთ მათ.
10. და პირველად ყველა ხალხს უნდა ექადაგოს სახარება.
11. ხოლო როდესაც წაგიყვანენ გასაცემად, წინასწარ ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათო, და ნურც წინასწარ მოიფიქრებთ სათქმელს; არამედ რაც მოგეცემათ იმ ჟამად, ის ილაპარაკეთ; რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ - სული წმიდა.
12. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
13. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
14. როდესაც იხილავთ გაპარტახებას, სიბილწეს და სიავეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც უადგილო ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს.
15. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად.
16. მინდვრად მყოფი კი ნუ მიბრუნდება შინ თავისი სამოსის წამოსაღებად.
17. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად.
18. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში.
19. რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი საზარელი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც შემდეგში იქნება.
20. და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ძეხორციელი; მაგრამ რჩეულთათვის შეამოკლა ის დღენი.
21. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით.
22. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ სასწაულებსა და ნიშებს, რათა აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც ღმრთისა.
23. ხოლო თქვენ ფხიზლად იყავით. აჰა, ყოველივე წინასწარ გაუწყეთ თქვენ.
24. და მაშინ, იმ დიდი ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს.
25. ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და ძლიერ შეიძვრიან ციურნი ძალნი.
26. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიდებით და მრავალი ძალით
0
70
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0