ვინა არის რუსი ჟურნალისტი ქალი, რომელიც რუსული პირველი არხის ეთერში უკრაინის მხარდასაჭერი პლაკატით გამოვიდა
პირველი არხის საინფორმაციო გადაცემის ეთერში, ახალი ამბების წამყვანის ეკატერინა ანდრეევას უკან, ქალი გამოჩნდა პლაკატით, რომელზეც ის მოქალაქეებს მოუწოდებდა არ დაეჯერებინათ რუსეთის მთავრობის პროპაგანდა. ქალი ასევე პირველი არის თანამშრომელი და წამყვანი მარინა ოვსიანიკოვაა.
ინციდენტი ორშაბათს საღამოს, რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინსა და ბელორუსიის პრემიერ-მინისტრ რომან გოლოვჩენკოს შეხვედრის შესახებ სიუჟეტის დროს მოხდა.
პლაკატით პირდაპირ ეთერში გასვლის გამო მარინა ოვსიანიკოვას შესაძლოა ადმინისტრაციული საქმე აღუძრან, როგორც ცვნობილია, ის უკვე დაკავებულია და მის ვალს ადვოკატებმა ვერ მიაკვლიეს.
, , ქალს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, 20.3.3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ("საჯარო ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების დისკრედიტაციას რუსეთის ფედერაციის და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით").
რუსული საინფორმაციო არხები და საიტები კი ამ ინციდენტის ამსახველ ვიდეოზე პლაკატს აი ასე ფარავენ:
ეთერსი გასვლამდე მარინა ოვსიანიკოვამ გამოაქვეყნა მიმართვა თვითერზე, რომელშიც 24 თებერვალს დაწყებული უკრაინაში “სამხედრო სპეცოპერაციის" წინააღმდეგ გამოვიდა.
“ მამაჩემი უკრაინელია, დედაჩემი რუსი და ისინი არასოდეს ყოფილან მტრები. და ეს ყელსაბამი ჩემს კისერზე არის სიმბოლო იმისა, რომ რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ძმათამკვლელი ომი და ჩვენი მოძმე ხალხები შერიგებას შეძლებენ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ვმუშაობ პირველ არხზე, ვაკეთებ კრემლის პროპაგანდას. ახლა კი ძალიან მრცხვენია ამის. მრცხვენია, რომ ტელეეკრანიდან ტყუილის თქმის უფლებას ვაძლევდი საკუთარ თავს. "