ტექნოლოგიური სიახლეები შვედეთში ელექტრომობილების უსადენო დამუხტვის სისტემა დატესტეს 2022, 14 მარტი, 18:52 შვედეთში, გოთლანდში ელექტრომობილებისათვის უსადენო დატენვის სისტემა გამოსცადეს. ავტომობილებს პირდაპირ გზიდან მუხტავენ. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილებისა და ბატარეების განვითარებაში სერიოზული პროგრესი შეიმჩნევა, ელექტრომობილების დამუხტვას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მანქანების საწვავით შევსებას. ისრაელის ტექნოლოგიურმა კომპანიამ ELECTREON შეუმუშავა სისტემა, რომელსაც შეუძლია ელექტრომობილის დამუხტვა მოძრაობაში - გზიდან. კომპანიამ 2021 წელს დატესტა სიახლე. კერძოდ, შვედეთის ქალაქ გოთლანდში 1.65 კმ.-იანი გზის მონაკვეთზე ელეტრო ტრაქტორი დამუხტეს. ტესტებმა აჩვენა, რომ სატვირთო მანქანას შეუძლია, მიიღოს 70 კვტ-მდე ენერგია სხვადასხვა სიჩქარით 60 კმ/სთ-მდე. ექსპერიმენტის დროს გამოირკვა, რომ თოვლი და ყინული არ უშლის ხელს ბატარეის დატენვას. ისრაელის ხელისუფლება გეგმავს, რომ 2030 წლისათვის შეწყვიტოს შიდაწვის ძრავებიანი ავტომობილების გაყიდვა. 180 შეფასება არ არის
|