ისტორია 10 გასაოცარი ფაქტი "ზაპოროჟეცზე", რომლებიც არ გეცოდინებათ 2022, 14 მარტი, 17:30 ამ მანქანას რამდენიმე საინტერესო თვისება ჰქონდა, რაც მხოლოდ მისმა მფლობელებმა იცოდნენ. დიახ, ჩვეულებრივად "ზაპოროჟეცს" განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდებოდა... "ზაპოროჟეცის" ქარხნის ისტორია 1863 წლიდან იწყება, როდესაც მენონიტმა აბრაამ კუპმა გახსნა სათიბების და ქარის წისქვილებისთვის რკინის დეტალების სახელოსნოები შენვიზეს კოლონიაში. მალე ეს სახელოსნოები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ქარხანად გადაკეთდა, სადაც აწარმოებდნენ კომბაინებს, სათლებს, ფოცხებს და გუთნებს. 1908 წელს დაარსდა საწარმო, რომელიც მოგვიანებით გადაიქცა მელიტოპოლის მოტორების ქარხნად (MeMZ). 1923 წელს აბრაამ კუპის ყოფილ ქარხანას ეწოდა "კომუნარი." "ზაპოროჟეცი" შეიქმნა მოსკოვის მცირელიტრაჟიანი ავტომობილების ქარხანაში (МЗМА). თავდაპირველად მას "მოსკვიჩ 444" ერქვა, მთელი რიგი ცვლილებების შემდეგ დაარქვეს "მოსკვიჩ 965" და შემდეგ მთელი დოკუმენტაცია გადაეცა ზაპოროჟიეს ქარხანა "კომუნარს" მასობრივ წარმოებაში გასაშვებად. მაგრამ ის შეიძლება სრულიად განსხვავებული დიზაინის ყოფილიყო: ავტომობილების კვლევის ინსტიტუტმა წარადგინა ავტომობილის მართლაც ფუტურისტული დიზაინი. მოდელს "ბელკა"(ციყვი) დაარქვეს. მაგრამ მანქანა მართვა-მანვერირებაში საკმაოდ მოიკოჭლებდა და ამიტომ წარმოებაში არ ჩაუშვეს. მომავალი "ზაპოროჟეცის" შემუშავების დროს გათვალიწინებული იყო FIAT 600-ის საბაზისო მონაცემები, თუმცა ბევრი რამე არ აკმაყოფილებდა აქაურ მოთხოვნებს, ამიტომ ინჟინრებს ბევრი შრომა დასჭირდათ. უცნაურია, მაგრამ მაგრამ "ზაპოროჟეცის" მთავარი შემკვეთები იყვნენ სამხედროები . მათ სჭირდებოდათ წინა ხაზის მანქანა დაჭრილების გადასაყვანად თუ საბრძოლო მასალების გადასატანად. გამოდიოდა რამდენიმე მოდიფიკაცია. "ზაპოროჟეცის“ ექსპორტზე გადიოდა. დასავლეთ ევროპაში დისტრიბუციას ახდენდა ფინური კომპანია Konela და ბელგიური Scaldia-Volga-. წელიწადში დაახლოებით 5000 ცალი იყიდებოდა, რაც არც თუ ურიგო მაჩვენებელი იყო. ერთ-ერთი მთავარი კოზირი იყო ფასი-1962 წელს "ზაპოროჟეცი" 1800 მანეთი ღირდა. მინიმალური ტექნიკური ხარჯები, მრავალჯერადი გამოყენების ფილტრები და საწვავის მოხმარება 5.9ლ 100 კმ-ზე მის ბიუჯეტურ ეფექტურობას ზრდიდა. ზამთარში არ იყო საჭირო ძრავის გამუდმებით ამუშავება სალონში სითბოს შესანარჩუნებისთვის, რადგან იქ იყო შესანიშნავი ავტონომიური გამათბობელი, რომელიც არც "მოსკვიჩს" და არც "ვოლგას" ჰქონდა. " ზაპოროჟეციდან " წინა სავარძლების ამოღება ძალზე მარტივი იყო, ამისთვის ხუთ წუთიც არ იყო საჭირო, ამიტომ ხშირად იყენებდნენ ქალაქგარეთ პიკნიკის დროს, მით უმეტეს თუ ნაწვიმარი იყო . საერთო ჯამში, 1960 წლიდან 1994 წლამდე, ზაზ-ის ავტოქარხანამ 3 მილიონზე მეტი "ზაპოროჟეცი" გამოუშვა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ზოგადი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, 1994 წელს "ზაპოროჟეცის" წარმოება შეწყდა. დღეს იშვიათი მანქანების კოლექციონერები ულაპარაკოდ იხდიან 3 000 ევროს "კუზიან" ზაპოროჟეცში(ზაზ-965) ზაპოროჟიეს ავტოქარხანა 2019 წელს უკრაინის ავტომრეწვმა აუქციონზე გაიტანა. დღეისთვის ქარხანა უშვებს როგორც ცნობილ ბრენდულ, მსუბუქ ავტომობილებს, (მაგ.Renault Arkana)ასევე ავტობუსებს, მაგალითად 2021 წლის აგვისტოში ქარხანამ დაიწყო "მერსედესის" ავტობუსების გამოშვება. 1106 2-ს მოსწონს
|