x
image
მამუკა123
"იცით თუ არა რომ?" - 15 საინტერესო ფაქტი ადამიანის შესახებ

image

ადამიანის სხეული შედგება ორგანოების ჯგუფებისგან, რომლებსაც ორგანოთა სისტემებს ვუწოდებთ, ისინი ერთად მუშაობენ იმისათვის, რომ შეინარჩუნონ სხეულში არსებული ბალანსი.


ყველა ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი ბუნების სასწაულია.


1. როგორ აღმოჩნდა, შენი კუჭის ლორწოვანი გარსი ძალიან მორცხვია. როდესაც შენ წითლდები მორიდებისაგან, ისიც წითლდება.


2.ვერც კი წარმოიდგენ, რამდენად ძველი ხარ. ატომები, რომლებიც შენს ორგანიზმს შეადგენენ, ის ატომებია, რომლებიც დაახლოებით 13, 7 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა


3.არ გეცოდინებოდათ, რომ სინამდვილეში სიბნელეში ვანათებთ, უბრალოდ, ჩვენი თვალები არ გვაძლევენ საშუალებას, ეს ნათება დავინახოთ.


4. თვვალის ბროლი რომ არა, შევძლებდით ულტრაიისფერი გამოსხივების დანახვას. ზოგჯერ ადამიანები, რომლებსაც თვალის ბროლის მოშორების ოპერაცია ჩაუტარდათ, ხედავენ ულტრაიისფერ გამოსხივებას.


5.ვერ დაიჯერებ, მაგრამ რამდენიმე ათასი წლის წინ, ჩვენ შეგვეძლო იმდენი ხანი გვედევნა მომავალი ნანადირევი, სანამ დაღლირობისაგან არ მოკვდებოდა.ჩვენ ვართ გრძელ მანძილზე საუკეთესო მორბენალები დედამიწაზე. ყველაზე სწრაფ ცხოველებსაც კი შევეჯიბრებოდით ამაში.


6.ყველას გაგვიგონია, რომ ღვთის სახედ და ხატად ვართ შექმნილნი. მართლაც, ჩვენი შეერთებული ნეირონები ძალიან ჰგავს სამყაროს სტრუქტურას.


7.სტრესის მოსახსნელად კარგად უნდა ვიტიროთ. ‘ორთქლის გამოშვება’ ცრემლების დახმარებით, ამცირებს დაძაბულობას, სევდისა და ბრაზის გრძნობას.


8.ადამიანის ტვინი კომპიუტერივით რომ მუშაობდეს, მას შეეძლებოდა წამში 38 000 ტრილიონი ოპერაციის შესრულება. ამ რიცხვთან ახლოს ვერ მივა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპიუტერიც კი, რომელსაც ამის 0, 002%–ის შესრულება შეუძლია.


9. ჩვენი გაუმაძღარი ტვინი იყენებს 20%–ს იმ კალორიებისა და ჟანგბადისა, რომელსაც ორგანიზმი მოიხმარს. თავად ტვინი კი ორგანიზმის მასის 2%–ს შეადგენს.


10.დიდი ხანია, რაც საიდუმლო აღარაა, რომ მამაკაცები ცუდად არჩევენ ფერებს, განსაკუთრებით– კი მათ ტონალობებს. ადამიანების უმეტესობას აქვს ფერის რეცეპტორების 3 ტიპი, ზოგიერთ ქალს კი– 4 და 5–იც კი. ეს სუპერ შესაძლებლობა მათ საშუალებას აძლევს, დაინახონ ფერების უფრო მდიდარი სპექტრი.


11.ადამიანი ყოველ თვე სრულიად ანახლებს თავის კანს. საერთო ჯამში, ცხოვრების მანძილზე 40 კილოგრამ კანს იცვლი.


12.ინტუიცია არ გიღალატებს. ყველასათვის ცნობილი ხუთი გრძნობის ორგანოს: სმენის, მხედველობის, შეხების, ყნოსვისა და გემოვნების, გარდა, შენ გაქვს 15 ‘სხვა’ გრძნობა. მათ შორისაა ბალანსი, ტემპერატურა, ტკივილი, დრო, ინტუიცია, გარდა ამისა, ხრჩობის, წყურვილისა და დანაყრების შინაგანი გრძნობები და სხვა.


13.მიზეზი, რის გამოც ვტირით, გავლენას ახდენს ჩვენი ცრელების ფორმაზე. თუ ცრემლებს მიკროსკოპში შევხედავთ, მწუხარების, ბედნიერებისა და ხახვის ჭრის დროს წამოსული ცრემლები სრულიად განსხვავებულად გამოიყურება.


14.თითოეული ჩვენგანის ორგანიზმში არის 0, 2 მილილიტრი ოქრო, რომელიც სისხლში გვაქვს. იმისათვის, რომ მართლა გამდიდრდე, დაგჭირდება 40 000 ადამიანის სისხლი.შენ ბევრად მდიდარი ხარ, ვიდრე გგონია.


15.ადმაინიანის სხეული შედგება ატომების კოსმოსური რაოდენობისაგან, რომლის რაოდენობაც 7 ოკტილიონია.

image


0
131
2-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0