x
image
ქეთეონე
"ვინმე დაიჯერებს?"- ნახეთ რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი

image

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც სცოდავს ქვეყნის წინაშე. ამ თემაზე მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა და თქვა, რომ უმრავლესობა თანხმობის ძიების ნაცვლად ყველას, ვინც მას არ ეთანხმება მოღალატედ ან "ომის პარტიად" ნათლავს. ოპოზიციაზე კი მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს.


"ვინმე დაიჯერებს რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარსარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები!"- ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.


ზურაბიშვილმა "ქართული ოცნება" უსაფრთხოების საბჭოს არმოწვევის გამოც გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს მანკიერი ფორმები სასწრაფოდ გამოსასწორებელია.



"ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა. ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარსარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები!"- თქვა ზურაბიშვილმა.

0
79
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0