სხვა უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს 2022, 13 მარტი, 18:09 ![]() 51 წლის ბრენტ რენუდი(Brent Renaud )ქალაქ ირპენში სხვა ჟურნალისტებთან ერთად სატვირთო მანქანაში იმყოფებოდა ირპენში, როდესაც რუსის ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რენუდი სასიკვდილოთ დაიჭრა, ხოლო ერთ-ერთი მისი კოლეგა დაიჭრა. ![]() თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ის გამოცემა The New York Times-ისთვის ამზადებდა რეპორტაჟებს, რადგან მას ჰქონდა ამ გამოცემის სამკერდე ნიშანი, რომელშიც მითითებული იყო როგორც ამ გაზეთის კორესპონდენტი. თუმცა, The New York Times გაავრცელა განცხადება, სადაც განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის წარსულში მართლაც მუშაობდა მათთან, ამჯერად მათი დავალებით არ წასულა ომში, მეტიც, ის უკვე აღარ იყო მათი თანამშრომელი: „ღრმად ვწუხვართ ბრენტ რენუდის გარდაცვალების გამო. ბრენტი იყო ნიჭიერი ფოტოგრაფი და კინორეჟისორი, რომელსაც წლების განმავლობაში თავის წვლილი მიუძღვის The New York Times-ის განვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი წარსულში თანამშრომლობდა The New York Times-ში (2015 წლამდე), ის არ ყოფილა The Times-ის დავალებით უკრაინაში მივლინებული, ხოლო რაც შეეხება Times-ის სამკერდე ნიშანს, ის მრავალი წლის წინ დავალების შესრულების დროს გადასცეს." ![]() თეთრ სახლს ბრენტ რენუდის გარდაცვალებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავიდანვე მტკიცე პოზიცია დაიკავა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ ჯარს კონფლიქტში არ გააგზავნიდა. ამის ნაცვლად, მან პუტინს ეკონომიკური სანქციები დაუწესა დანარჩენ დასავლურ სამყაროსთან ერთად, ხოლო კიევს სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. ![]() 191 3-ს მოსწონს
|