x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"გააქროლე მეეტლევ" - ქეთი წიკლაურის მიერ მამის გარდაცვალების წლისთავზე შესრულებული სიმღერა
image

გუშინ მარიკო კარტოზიას საავტორო აგდაცემაში "სიკეთე მარტივია", წამყვანს მიწვეული ჰყავდა მომღერალ თემურ წიკალურის ქალიშვილი, ასევე მომღერალი ქეთი წიკლაური.


მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ქეთი წიკალურმა გადაწყვიტა ჩაეწერა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა მამის რეპერტუარიდან "გააქროლე მეეტლევ".


"როდესაც ამ სიმღერის გაკეთება გადავწყვიტე, რაღაც მომენტი მქონდა, გამეკეთებინა თუ არა.მამა უბადლოდ ასრულებდა ამ სიმღერას და მსმენელსაც ძალიან უყვარს, მაგრამ იმდენად მომწონდა და მინდოდა...მთელი მისი რეპერტუარიდან რატომღაც ეს ბგერაა, რომელიც ჩემს მონატრებას, ჩემს სინანულს და ტკივილს ამ მომხდარის მიმართ გამოხატავდა.ამიტომ შევჩერდი ამ სიმღერაზე."



"ერთი წელი გავიდა მამის გარდაცვალებიდან და რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ უფრო უარესად ვარ, ახლა უფრო ვიაზრებ დანაკარგს და ახლა უფრო მენატრება."-დასძინა ქეთი წიკლაურმა.



შეგახსენებთ, მომღერალი თემურ წიკლაური შარშან 1 თებერვალს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად.

ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


სიმღერა "გააქროლე მეეტლეს" ავტორი ნინა ველიჯანაშვილია, რომელიც 90-იან წლებში დაწერა, სიმღერა სანამ საყოველთაოდ პოპულარული გახდებოდა, მას წინ უძღვოდა ტრაგიკული ისტორია, “გაქროლე, მეეტლევ” პირველად 16 წლის მოზარდმა შეასრულა, რომელიც სიმღერის სასცენო პრემიერის შემდეგ, მალევე მოტოციკლეტით ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.


0
221
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0