კონფლიქტები უკრაინაში ქართველმა ლეგიონერებმა რუსების მხარეზე მომუშავე დივერსანტები დააკავეს 2022, 12 მარტი, 12:54 ![]() “ქართულ ლეგიონს”, როგორც ცნობილია, უკრაინაში მაიდნის მოვლენების შემდეგ შეიქმნა, მას მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს. ქართველების გარდა მასში სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც ირიცხებიან და ტერიტორიული თვდაცვისთვის სამოქალაქო ჯგუფებს წვრთნიან. ტვიტერზე “ქართული ლეგიონის” გვერდი აცხადებს, რომ რუსეთის დივერსანტები დიდი ხანია ცდილობენ მათი ადგილმდებარეობის დადგენას, თუმცა, უშედეგოდ, რადგან ჯაშუშების ნეიტრალიზებას ადვილად ახერხებენ. "უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონი დიდი ხანია ჩვენი საერთო მტრის სამიზნე იყო. მტერი აგზავნის დივერსიულ ჯგუფებს ქართველი ბიჭების ადგილმდებარეობის დასადგენად. ჩვენი მებრძოლები მაღალი პროფესიონალიზმისა და დიდი გამოცდილების წყალობით იოლად ანეიტრალებენ ჯაშუშების ქმედებებს."-ნათქვამია განცხადებაში. The Georgian Legion fighting in Ukraine has long been the target of our common enemy.Enemy sends subversive groups to determine the location of the Georgian boys.Our fighters, thanks to their high professionalism and great experience, easily neutralize the actions of spies. pic.twitter.com/Cc6QYcRYtX — Georgian Legion (@GeoLegion) March 11, 2022![]() ![]() 1091 4-ს მოსწონს
|