უჩვეულო ნივთები, რომლის დანიშნულებას ვერავინ მიხვდა, მაგრამ ინტერნეტში ყველაფერს ფარდა აეხადა
ამ სამყაროში მრავალი ისეთი მოვლენა და ნივთი არსებობს, რომელთა დანიშნულებაც ყველას ვერ ეცოდინება. საბედნიეროდ ინტერნეტ-სივრცეში შესაძლებელია ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც სიამოვნებით აგიხსნიან ყველაფერს:
1. “ბანკომატის ბარათის მიმღებში ასეთი რაღაც იყო, პლასტმასის/რკინის მოწყობილობა, რა არის?"
პასუხი: ეგ ე. წ. “ლიბანური მარყუჟია", საბანკო აპარატებზე თაღლითობისთვის განკუთვნილი. ამ ტიპის თაღლითობას ასევე უწოდებენ “თრაფინგსაც". ლიბაანური კი იმიტომ ეწოდა, რომ მას ხშირად იყენებდნენ ლიბანელი კრიმინალები. ლიბანურ მარყუჟს ყველაზე ხშირად ამზადებენ ჩვეულებრივი ფოტოფირისგან. ის ისეა მოწყობილი, რომ ბარათის ბანკომატში შედების შემდეგ, მფლობელს უკან ვეღარ გამოაქვს. როდესაც ბარათის პატრონი ბანკში მიდის გასარკვევად, თაღლითი მაშინვე ბანკომატისგენ მირბის, ბარათს იღებს და გარბის.
2. “ეს რა გიგანტური კოშკია? აქვს ფანჯრები და კიბეებზე განიერი არ იქნება. ის დაკავშირებულია პატარა სახლთან, რომელზეც აწერია "სახანძრო სადგური". პატარა ქალაქი კვებეკში, კანადა."
პასუხი: ასეთი კოშკები ადრე გამოიყენებოდა შეერთებულ შტატებსა და კანადაში სახანძრო მილების გასაშრობად მათი გამოყენების ვადის გახანგრძლივების მიზნით.
3. “ეს მინისმაგვარი ნიჟარა ჩდრილოეთ კაროლინას სანაპიროზე ვნახე, იცით რა არის?''
პასუხი: ზღვის ბინადარის, Cownose ray-ს კბილებია
4. “ეს რა არის? ეს არის მოღუნული მონეტა რაღაც შედუღებული ნაწილით. 1786 წლის მონეტაა"
პასუხი: ხელნაკეთი ჯიბის საფერფლეა
5. “ეს ობიექტი კიდია ჩვენი საავადმყოფოს მოსაცდელი ოთახის ჭერზე. თეთრი გლუვი კონუსი ყოველგვარი რიცხვებისა და წარწერების გარეშე. ვინმემ იცის ეს რისთვის არის? ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია Wi-Fi-თან ან სიგნალის სიძლიერესთან"
პასუხი: ტელეფონის სიგნალის გამაძლიერებელია
6. “ეს რა პატარა თეთრი ბურთებია ფანჯრის კუთხეებში რომ ჩნდება?"
პასუხი: თქვენი კედლის ღრუები ივსება პოლისტიროლის ბურთულებით. დიდი ალბათობით, სადღაც გაქვთ პატარა ხვრელი, რომლითაც ჰაერი შემოდის და ამ ბურთებს ყრის.
7. “დრეკადი რეზინის ნაჭერი ბაღის შლანგის ადაპტერით ერთ მხარეს"
პასუხი: გაჭედილი მილების საწმენდია
8. “ნაპოვნია მექსიკის შტატ მიჩოაკანში, ჩაპალას ტბის მახლობლად"
პასუხი: ეგ მამონტის სიბრძნის კბილია
9. “მწვანე ჯაგრისები კაშხლის გვერდებზე, რისთვისაა?"
პასუხი: ეს არის გველთევზებისთვის. ცხადია, ამ სახეობებს უჭირთ დინების ზემოთ გადაადგილება, როცა წყალი გარკვეულ სიჩქარეზე მაღლა მოძრაობს. ჯაგარი ანელებს წყლის მოძრაობას, რათა უზრუნველყოს ადგილობრივი გველთევზებისა სათანადო მიგრაცია.
11. “ეს რა წამონაზარდია ჩემს ნაკვეთში?"
პასუხი: სოკოვანი დაავადებაა. ყველაფერი იწყება პატარა ბურთულებით, რომლებიც გაზაფხულის წვიმების დროს საცეცებად იქცევა. ეს ალბათ არ მოკლავს მცენარეს, მაგრამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ახლომდებარე ხეები, როგორიცაა ვაშლის ხეები. ამის მოშორების ერთადერთი გზა ტოტების მოჭრა და შემდეგ დაწვაა. არ დაგავიწყდეთ თქვენი ხელსაწყოების შემდგომი გაწმენდა.