პოლიტიკა კრემლის პროპაგანდისტულ არხზე ორმა პიროვნებამ ძალადობრივი კონფლიქტი უკრაინაში ღიად გააკრიტიკა 2022, 11 მარტი, 11:44 ![]() თუმცა, როგორც აღმოჩნდა კრემლის მიერ მხარდაჭერილი ტელევიზიის სტუმრებს შორის აღმოჩნდა ორი პიროვნება, რომლებმაც გაბედეს და ღიად გააკრიტიკეს ძალადობრივი კონფლიქტი უკრაინაში და უწოდეს მას "ავღანეთზე უფრო უარესი". მათ ასევე უარი თქვეს პუტინის მოთხოვნით გავრცელებულ ტერმინზე, რომ რუსეთი აწარმოებს "სპეციალურ ოპერაციას" უკრაინის "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნით. ერთ-ერთი მათგანი, აკადემიკოსი სემიონ ბაღდასაროვია, რომელმაც გაბედა კრიტიკია Россия 1 -ის პროპაგანდისტულ შოუში, მან პარალელი გაავლო 1979 წელს ავღანეთში საბჭოთა კავშირის დამღუპველ შეჭრაზე, რომელიც ათი წლის შემდეგ ჯარების გაყვანით დასრულდა. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მოსკოვის ფიასკომ იმ ომში, რომელშიც ათასობით წითელი არმიის ჯარისკაცი დაიღუპა, საბჭოთა კავშირში მილიონობით ადამიანის იმედგაცრუება გამოიწვია და საბოლოოდ ხელი შეუწყო 1991 წელს "ბოროტების იმპერიის" დაშლას. ![]() მანამდე России 1, ეთერში, კარენ შახნაზაროვმა, კინორეჟისორმა და საზოგადო მოღვაწემ, თქვა, რომ უკრაინაში კონფლიქტით რუსეთს იზოლირება ემუქრება. მან უთხრა ბ-ნ სოლოვიოვს: „ჩემთვის რთულია წარმოვიდგინო ისეთი ქალაქი, როგორიც კიევია, როგორი იერი ექნება?“. რეჟისორმა ომის დასრულება მოითხოვა და დასძინა: „თუ ეს სურათი აბსოლუტურ ჰუმანიტარულ კატასტროფად გადაიქცევა, ჩვენი ახლო მოკავშირეებიც კი, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, იძულებულნი იქნებიან ჩვენგან თავი შორის დაიჭირონ. ![]() 262 2-ს მოსწონს
|