x
როგორი ქალები მოსწონთ ზოდიაქოს ნიშნებს?
როგორი ქალები მოსწონთ ზოდიაქოს ნიშნებს?

იხილეთ, როგორი ქალები მოსწონთ ზოდიაქოს ნიშნებს:


ვერძი


მოსწონს თავდაჯერებული, მიზანმიმართული გოგონები. მუდამ ფორმაში უნდა იყოთ, მიმზიდველად ჩაცმული. მას სიამოვნებს, როცა მისი საყვარელი ქალი სხვა მამაკაცებსაც მოსწონთ. ამით კიდევ უფრო მეტი ჟინი უჩნდება, რომ მის გვერდით იყოს.



კურო


ჭკვიანი და დიასახლისი ქალები მოსწონს. ქარაფშუტას და ბრიყვს გვერდითც კი არ დაიყენებს.დაანახვეთ, როგორი ყოჩაღი დიასახლისი ხართ, როგორ კარგად გეხერხებათ ხელსაქმე.


ტყუპები


საკუთარ თავზე ყველაფერს პირველ პაემანზე ნუ მოუყვებით, მისთვის მალევე გახდებით უინტერესო. მას სურს, რომ ქალი მუდმივად აოცებდეს. დარჩით მისთვის ამოუცნობი, დააინტრიგეთ. კირჩხიბი უყვარს ქალები, რომლებიც ყველა მის უსიამოვნებას აგვარებენ.


კირჩხიბი


მეტად სენტიმენტალური და რომანტიკულია. ყურადღება მიაქციეთ თქვენს სულიერ სამყაროს, შინაგან ბუნებას, რადგან მხოლოდ ლამაზი ქალი კირჩხიბს არ მოეწონება, მას შინაგანი სამყაროც მდიდარი უნდა ჰქონდეს.


ლომი


მისი ყურადღების მისაქცევად საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ და ღირსეულად უნდა გეჭიროთ თავი. თქვენი სილამაზე იმდენად მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, როგორ წარმოაჩენთ მას. ლომისთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია თქვენი სოციალური სტატუსიც.


ქალწული


მოიხიბლება კარიერისტი ქალით. უნდა იყოთ საქმიანი, გქონდეთ სურვილი, რომ იყოთ წარმატებული. ქალური სისუსტის გამოვლენას ქალწულის გვერდით არ გირჩევთ.


სასწორი


თუ მეგობრები, კოლეგები, პარტნიორები და ნაცნობები პატივს გცემენ, მათთვის ავტორიტეტი ხართ და ამასთანავე, ლამაზიც, სასწორს აუცილებლად მოეწონებით. მისთვის მნიშვნელოვანია, რას ამბობენ სხვები თქვენზე და თუ მათ თქვენი თავი შეუქეს, ეს გაუღვივებს თქვენ მიმართ ინტერესს.


მორიელი


უნდა გქონდეთ კარგი მანერები, ელეგანტური, შეგეძლოთ საზოგადოებაში ღირსეულად მოქცევა. თქვენი გრძნობები გულწრფელი უნდა იყოს, ტყუილს მორიელი არ გაპატიებთ.


მშვილდოსანი


ზედმეტად ჭკვიანი ქალები აღიზიანებენ.მის გვერდით მხიარული, ამყოლი გოგონა უნდა იყოს, რომელიც მის გასართობს გაიზიარებს, მისნაირი თავგადასავლების მოყვარული იქნება.


თხის რქა


მის გვერდით მსოფლიოში საუკეთესო ქალი უნდა იყოს. თქვენი სილამაზე, პრაქტიკულობა, გარშემო მყოფების პატივისცემა - ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასურველია, სოციალური სტატუსიც მაღალი გქონდეთ, იყოთ კარიერაზე ორიენტირებული. ამასთანავე, არ უნდა იყოთ მომაბეზრებელი და სენტიმენტალური.


მერწყული


საერთო ინტერესების ქონა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ის დიდ დროს ატარებს მეგობრებთან ერთად. ამიტომ, ამ ფაქტს მშვიდად უნდა შეხვდეთ და მის მეგობრებთან კარგი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ. უნდა შეგეძლოთ არსებული სიტუაციიდან ორიგინალური გამოსავლის მოძიება.


თევზები


მოსწონს რომანტიკული და სენტიმენტალური ქალები. მხიარული, ცოტათი სევდიანი.მის სახლში უნდა იყოს სიმყუდროვე, გემრიელი კერძი და ჰარმონიული დამოკიდებულება.

0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0