მსოფლიო მსოფლიოს პირველი ლედების ექვსი მიუტევებელი ცოდვა 2022, 7 მარტი, 20:45 მელანია ტრამპს "ამერიკის ყველაზე არაპოპულარულ პირველ ლედის" უწოდებდნენ, თუმცა როგორც თავად მოგეხსენებათ საზოგადოებისთვის თავის მოწონება არც ისეთი მარტივი საქმეა, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, ვინაიდან მათი აზრი სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად იცვლება, თუმცა პრეზიდენტის ცოლების უმეტესობა საუკეთესოთა რეიტინგში მას შემდეგ ხვდება, რაც საპატიო ტიტულს მომდევნო მემკვიდრეს გადასცემს. როგორ ფიქრობთ, ამ თვალსაზრისით მიშელ ობამა ან ჰილარი კლინტონი ამერიკელებში განსაკუთრებული კეთილანწყობით სარგებლობდნენ? სულაც არა!მე-19 საუკუნიდან მოყოლებული როდესაც ტერმინი - "პირველი ლედი" პოლიტიკურ ლექსიკონში პირველად შევიდა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. საკუთარი ქმრის ჩრდილიდან პრეზიდენტის მეუღლე ჯერ - ეროვნული პოლიტიკის სრულფასოვანი სუბიექტი, მოგვიანებით კი, საერთაშორისო ასპარეზზე აქტიური მოთამაშე გახდა. მაგალითად, აშშ-ის სამართლებრივ სისტემაში, 1993 წლიდან, პირველ ლედის "პრეზიდენტის თანაშემწის ფუნქციური ეკვივალენტის" სტატუსიც კი მიენიჭა.სახელმწიფო მმართველის მეუღლის აქტიური მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოქმედი პრეზიდენტის თანდასწრებით მრავალი მოქალაქის მწვავე კრიტიკას იწვევს. ქვეყანაში ყველას არ მოსწონს, როდესაც ქალი პოლიტიკით ინტერესდება და თან საკუთარი ისეთი იდეების რეალიზაციასაც აქტიურად ახდენს, რომლებიც მამაკაცებს კატეგორიულად არ მოსწონთ. დღეს, გადავწყვიტე გესაუბროთ იმ საბედისწერო შეცდომებზე, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის თითქმის ყველა პირველი ლედი უშვებს და რასაც საზოგადოება მათ ერთმნიშვნელოვნად არ პატიობს.ცოდვა პირველი: სახელმწიფოს მართვაში ზედმეტი ჩარევამაგალითად, რუზველტის მეუღლეს, ელეონორას ზედმეტი აქტიურობის გამო ბევრი აკრიტიკებდა, მეტიც იყვნენ ისეთებიც ვინც მას სახლში დარჩენასა და ბავშვების მოვლას ურჩევდა.ცოდვა მეორე: ინიციატივის ნაკლებობადა აი, მონეტის მეორე მხარეც - შეერთებული შტატების რიგით 34-ე პრეზიდენტის მეუღლე, მეიმი ეიზენჰაუერი იმის გამო არ უყვარდათ რომ ის საზოგადოების წინაშე თითქმის არასდროს ჩნდებოდა და არც რაიმე ფორმით ქვეყნის ცხოვრებაში იღებდა მონაწილეობას, მომავალში კი, მისი განმარტოებული ცხოვრების მიზეზად ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ასახელებდნენ - რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.ცოდვა მესამე: საეჭვო წარსულიცოტა ხნის წინ, მთელი მსოფლიო მელანია ტრამპის "ნიუს" სტილში გადაღებულ თამამ ფოტოებს ერთხმად გმობდა, თუმცა აბა კარგად გაიხსენეთ საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მეუღლე - კარლა ბრუნი, რომელსაც საზოგადოებამ ისეთი ფოტოსესიები აპატია, რომ მელანია კნაუსი მასთან აბა რა მოსატანია.ცოდვა მეოთხე: სტილის არარსებობაპირველი ლედი ვალდებულია ყოველთვის ელეგანტურად და დახვეწილად გამოიყურებოდეს, რადგან ის საკუთარ ქვეყანასა და მის მოსახლეობას წარმოადგენს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პირადი სტილისტის არსებობის მიუხედავად, მიშელ ობამა ყველაზე უგემოვნოთა სიაში საკმაოდ ხშირად ხვდებოდა.ცოდვა მეხუთე: უნაკლო სტილირაც არ უნდა გაგიკვირდეთ, არც ასევე უნაკლო სტილია მისასალმებელი. მაგალითად, დასავლური მედია აღფრთოვანებული იყო რაისა გორბაჩოვას დახვეწილი სტილით, მაგრამ მისი თანამემამულეები მას საკვების დეფიციტის დროს ასეთ ჩაცმულობას ვერ პატიობდნენ.ცოდვა მეექვსე: სიყვარული ფუფუნებისა და ანტიკვარიატისადმიალბათ, ყველაზე საშინელი ცოდვა - გადასახადის გადამხდელთა ფულის არაგონივრული ხარჯვაა. ნენსი რეიგანი მილიონებს სწორედ სახელმწიფო ხაზინიდან ხარჯავდა, რისთვისაც თანამოქალაქეების სიძულვილიც კი დაიმსახურა. აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის მეორე ნახევარი დიზაინერული სამოსისა და ანტიკვარიატის წინაშე ცდუნებას ვერ უძლებდა. მოგვიანებით, მას ხალხმა ეს ცოდვაც აპატია და ამერიკის ისტორიაში დღეს ნენსი რეიგანს საუკეთესო პირველ ლედის უწოდებენ.2268 შეფასება არ არის |