x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების უჩვეულო მეთოდი გააჟღერა
image

ტრამპმა მსოფლიოს უკრაინაში ომის დასრულების უჩვეულო მეთოდი შესთავაზა.



აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რესპუბლიკური პარტიის სპონსორებთან სიტყვით გამოსვლის დროს ასეთი მეთოდი შესთავაზა: დაიბომბოს რუსეთი F-22 გამანადგურებლებით, მხოლოდ აშშ-ის დროშის ნაცვლად ჩინეთის დროშა ეხატოს. პოლიტიკოსმა სკანდალური განცხადება ხუმრობაში გაატარა, თუმცა, როგორც ამბობენ რა ვუთხრა ისეთ ხუმრობას სადაც სიმართლის მარცვალი არ ურევიაო.


გამოცემა The Washington Post-ის ცნობით, ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა F-22-ები ჩინეთის დროშებით უნდა მოხატოს და „რუსეთს ბომბებით კუდი ქვა ასროლინოს “.


ამის შემდეგ კი, მისი აზრით, რუსეთი და ჩინეთი დაიწყებენ ერთმანეთის დაბომბვას, აშშ კი მხოლოდ სეირის მაყურებელი იქნება . ყოველივე ამის შემდეგ, სანახაობა ფენომენალური იქნება, დაარწმუნა ტრამმა აუდიტორია.


„ ჩვენ ვიტყვით: „ჩინეთმა გააკეთა ეს, ჩვენ არ გაგვიკეთებია, ეს ყველაფერი ჩინეთის ბრალია“, - თქვა ტრამპმა.


ტრამპმა განმარტა, რომ ეს იქნება არაჩვეულებრივი გზა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისთვის, რადგან მოსკოვსა და პეკინს შორის დაპირისპირების გაჩაღების შემდეგ კიევი არჩეულ გეზს განვითარებისთვის ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გააგრძელებს.


ტრამპის გამოსვლამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა აუდიტორიაზე, რომ სიცილისგან „დაიხოცნენ“.


შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტმა ერთგვარად წაკბინა თეთრი სახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელს, ჯო ბაიდენს, რომელიც მისი აზრით აშკარად სუსტია ქვეყნის მართვაში. ამავდროულად, პუტინი მხოლოდ ძლიერდება და, ექს-პრეზიდენტის თქმით, უფრო მზად არის როგორც "ბირთვული ომისთვის", ასევე "მესამე მსოფლიო ომისთვის".



რაც შეეხება ტრამპის ხუმრობანარევ მეთოდს(მსგავსი ადრე ირანთან მიმართებაშიც გააჟღერა), თუ სერიოზულად განვიხილავთ, ჯერ პირველი, რომ ჩინეთს საერთოდ შეიარაღებაშია არა აქვს F-22-ი და თანაც ეს თვითმფრინავი საკმაოდ ადვილი ამოსაცნობია, ასე, რომ მაგას რუსებს ვერ აყლაპებ და მეორეც, ჟენევის 1949 წლის კონვენციის 39 მუხლის თანახმად "აკრძალულია შეიარაღებული კონფლიქტის დროს ნეიტრალური ან კონფლიქტში არ მონაწილე სახელმწიფოთა დროშების ან სამხედრო ემბლემების, ნიშნების ან უნიფორმების გამოყენება.“

0
4706
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
4706
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0