საზოგადოება რას ამბობდა აინშტაინი ომზე? - იხილეთ მისი გამონათქვამები 2022, 7 მარტი, 12:06 აინშტაინს მთელი ცხოვრება ეზიზღებოდა მილიტარიზმი და ძალის გამოყენება - თუმცა მოგვიანებით მან აღიარა, რომ ზოგიერთ სიტუაციაში სხვა ალტერნატივა არ არსებობს, გარდა "მშვიდობისთვის ბრძოლა". აინშტაინმა დაგმო პირველი მსოფლიო ომი და ომის შემდეგ გახდა ღია პაციფისტი. იგი თვლიდა, რომ ომები აჩერებს კაცობრიობის წინსვლას. მას სჯეროდა, რომ ომები ყველა ორგანიზმში არსებული ბუნებრივი აგრესიული ტენდენციების შედეგი იყო და რომ მიზნები და მიზეზები უბრალოდ ამ ტენდენციების გამართლება იყო. იხილეთ მისი გამონათქვამები ომზე: 1."მე არ ვიცი რა იარაღით წარიმართება მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ მეოთხე მსოფლიო ომი იქნება ჯოხებითა და ქვებით." 2."როცა მდიდრები აწარმოებენ ომს, ღარიბები კვდებიან." 3."მშვიდობით- ვაჟები დაკრძალავენ მამებს. ომში მამები შვილებს კრძალავენ." 4."დაღლილი კაცებისთვის სიკვდილი სასიამოვნო სამალავია." 5."ორი ომი, ორი ცოლი, ჰიტლერი გადავიტანე და მაინც ცოცხალი გადავრჩი" 552 1-ს მოსწონს
|