x
image
პერსეპოლისი
მეგანს ნახევარდა უჩივის და მისგან 75 000 დოლარს ითხოვს

image

მეგან მარკლს ცილისწამებისთვის უჩივის მისი ნახევარდა, სამანტა მარკლი ინტერვიუსთვის, რომელიც მან და პრინცმა ჰარიმ ოპრა უინფრის თითქმის ერთი წლის წინ მისცეს.


Page Six-ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, 57 წლის სამანტა ამტკიცებს, რომ 40 წლის მეგანმა „ცრუ და მავნე განცხადებები“ გააკეთა.


ის ადანაშაულებს მეგანს ტყუილის ტირაჟირებაში, რომ "ერთადერთი შვილია" და ამბობს, რომ მან იცრუა დროის შესახებაც კი, როდესაც მათ ბოლოს ნახეს ერთმანეთი - აცხადებს სამანტა.


„მეგანი ტყუილად ამტკიცებდა, რომ თითქოს მას 13 წლის ასაკიდან აიძულებდნენ ემუშავა დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე, რათა გაეტანა თავისი თავი“, - ნათქვამია საჩივარში. ასევე, სამანტა მეგანს ადანაშაულებს მამის, თომას მარკლის შეურაცხყოფაში. „ამით ის ცდილობს, რომ მსოფლიოს მიჰყიდოს თავისი ცხოვრების ყალბი ნარატივი. მან საზოგადოება შეცდომაში შეყვანაში მამის 2018 წლის ქორწილში არყოფნის გამო“.

image

"Ბატონმა მარკლიმ ბრალდებულის ქორწილამდე, 2018 წლის მაისში, ორი ინფარქტი განიცადა სამეფო ქორწილთან დაკავშირებული სტრესის, პაპარაცების და სხვა მედიის მიერ მუდმივი დევნისა და შევიწროების გამო. ასევე, შემაშფოთებელი ტექსტური შეტყობინებების გამო, რომელიც მან მიიღო ბრალდებულისა და პრინცი ჰარისგან. შესაბამისად, მისტერ მარკლს კარდიოლოგმა უთხრა, რომ ინგლისში გამგზავრება კარგი არ იქნებოდა“.


იგი ასევე აცხადებს, რომ მისმა ნახევარდამ გამოაქვეყნა და გაავრცელა ცრუ და მავნე განცხადებები სამანტას შესახებ New York Times-ის ბესტსელერ წიგნში, „თავისუფლების პოვნა“, რომელსაც იგი უწოდებს „არაფერს მეტს, თუ არა სიცრუის წიგნს“.


სამანტა ითხოვს ზარალის ანაზღაურებას 75, 000 დოლარის სახით და სასამართლოსა და ადვოკატის საფასურს.


მეგანის წარმომადგენელმა, ადვოკატმა მაიკლ კუმპმა სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა: ”ეს უსაფუძვლო და აბსურდული სარჩელი მხოლოდ შემაშფოთებელი ქცევის ნიმუშის გაგრძელებაა. ჩვენ მას მინიმალურ ყურადღებას მივაქცევთ, რასაც ის იმსახურებს“.

ასევე დაგაინტერესებთ:

თაღლითობის მსხვერპლი ვარსკვლავები
image
0
156
შეფასება არ არის
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0