x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
რამდენი ნაბიჯი უნდა გადავდგათ დღეში, ჩვენი სიცოცხლე რომ გახანგრძლივდეს

image
გავრცელებული აზრი, რომ ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის დღეში 10 000 ნაბიჯი უნდა გადავდგათ, სინამდვილეში არასწორია და მას არავითარი მეცნიერული დასაბუთება არ გააჩნია.

მეცნიერთა დიდმა საერთაშორისო ჯგუფმა გადაწყვიტა საბოლოოდ გაერკვია, თუ რამდენი უნდა იყოს დღეში გადადგმული ნაბიჯების ოპტიმალური რაოდენობა, რათა სიცოცხლის ნამდვილად გახანგრძლივდეს და რამდენად არის ეს მაჩვენებელი ასაკზე დამოკიდებული. სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Lancet Public Health-ში.


ავტორებმა 15 კვლევა ჩაატარეს პლანეტის ოთხ კონტინენტზე, რომელშიც სულ მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 50 ათასმა ადამიანმა.
შედეგად, მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამთ დღეში, მით ნაკლებია ნაადრევი სიკვდილის რისკი, მაგრამ გარკვეულ ზღვრამდე და ეს ზღვარი განსხვავებულია თითოეული ასაკისთვის. მაგალითად, 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ნაბიჯების ოპტიმალური რაოდენობა ექვსიდან რვა ათასამდეა და უფრო მეტ ნაბიჯებს უკეთესი შედეგი არ მოაქვს. 60 წლამდე ადამიანებისთვის ლიმიტი რვა-ათი ათასი ნაბიჯია დღეში. ამასთან, სიარულის სიჩქარეს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია სიარული, აღნიშნავენ მკვლევარები.

0
552
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
552
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0