x
image
ქეთეონე
ნახეთ, რა დღეშია უკრაინის მოსახლეობა... 5 მარტის განახლებული ცნობები

imageimage

5 მარტი ცნობებით, შეგახსენებთ, რომ

13:45 - ქალაქ ბელაია-ცერკოვში დაბომბვის შედეგად 20 სახლი დაინგრა, არის მსხვერპლი

კიევის რეგიონში, ქალაქ "ბელაია-ცერკოვში" რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმის შედეგად 20 სახლი დაინგრა, არის მსხვერპლი - ინფორმაცია უკრაინული მედიის ტელეგრამის არხებში ვრცელდება.

12:49 - "უკრაინა დაექვემდებარა ნაცისტური იდეოლოგიის გავლენას, ჩვენ გვინდა გავათავისუფლოთ იგი ამ იდეოლოგიისგან" - პესკოვი

რუსეთის მიზანი არაა უკრაინის ნაწილებად დაყოფა, ის მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ცდილობს - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი Sky News Arabia-სთან ინტერვიუში.

12:35 - უკრაინის ორი ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იწყება - მარიუპოლიდან 200 000-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა იგეგმება


მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იწყება - ინფორმაციას ამის შესახებ УНІАН ავრცელებს. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უკრაინის დროით 11:00 საათზე დაიწყება.

12:31 - რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ბელაია-ცერკოვში დასახლებული პუნქტი დაბომბეს [VIDEO]

ცოტა ხნის წინ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ერთ-ერთი ისტორიული ქალაქი, ბელაია ცერკოვი დაბომბეს. თავდასხმის კადრები ტელეგრამის არხებზე ვრცელდება.

12:10 - PayPal-მა რუსეთში სერვისები გათიშა

ელექტრონული საგადასახადო სისტემა PayPal-ი რუსეთში მუშაობას ოფიციალურად წყვეტს - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

11:54 - 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი, 269 ტანკი, 945 ჯავშანტექნიკა - უკრაინის თავდაცვის ინფორმაცია რუსების სამხედრო დანაკარგზე


image

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდს.

11:47 - ოკუპანტებს საომარი მოქმედებებისთვის რესურსი ამოეწურათ... ამ ძალით 6 მარტამდე გაძლებენ - უკრაინული მედია

ოკუპანტებს უკრაინაში საომარი მოქმედებებისთვის საჭირო რესურსი თითქმის ამოეწურათ - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ბრიტანულ საგამოძიებო გამოცემა Bellingcat-ზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ხელმძღვანელის ჰრისტო გროზევის თქმით, რუსეთის ჯარი გასაძლიერებლად რეზერვების გამოყენებას აპირებს, თუმცა მათი ცხელ წერტილში გადაყვანა რთული იქნება.

11:39 - უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომის მოგება - ენტონი ბლინკენი

უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომის მოგება - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

11:32 "უკრაინელებო ის, რაც ახლა თქვენს სამშობლოში ხდება საშინელებაა... ვცდილობთ პუტინზე ზეწოლა გავზარდოთ" - ჯონსონი

მსოფლიო უკრაინელი ხალხის დასაცავად პუტინისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანდა - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უკრაინელი ხალხისადმი ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. ბორის ჯონსონის თქმით, მთელი მსოფლიო უკრაინელი ხალხის გვერდზე დგას და რუსული აგრესიის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს. ვიდეოში, ბორის ჯონსონმა რამდენიმე წინადადება უკრაინულ ენაზეც წარმოთქვა.

11:28 მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება | რუსეთმა "სიჩუმის რეჟიმი" გამოაცხადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვის დროით დილის 10 საათიდან უკრაინაში "სიჩუმის რეჟიმი" გამოაცხადა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინელებთან შეთანხმებით, ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ალყაშემორტყმულ ქალაქებში - მარიუპოლსა და ვოლნოვახაში.

11:04 ომამდე რუსები ამბობდნენ, რომ ნატო-ს არმიასაც კი ჩაძირავდნენ, დღეს მათი ჯარისკაცები ტექნიკას ტოვებენ, გარბიან ან ტყვედ ბარდებიან - ​შმიგალი

ომის დაწყებამდე რუსული არმია და რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ ნატო-ს არმიასაც კი ლამანშის სრუტეში ჩაძირავდნენ, თუმცა დღეს მათი ჯარისკაცები სამხედრო ტექნიკას ტოვებენ, გარბიან ან ტყვედ ბარდებიან", - ამბობს უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი.

10:37 რუსული ძალები უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვულ ობიექტს უახლოვდებიან - აშშ-ის ელჩი გაეროში

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ლინდა თომას-გრინფილდი აცხადებს, რომ რუსული ძალები უკრაინის კიდევ ერთ, სიდიდით მეორე ბირთვულ ობიექტს უახლოვდებიან.

09:48 უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანების რაოდენობამ 1, 2 მილიონს გადააჭარბა - გაერო

გაეროს ცნობით, ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანების რაოდენობამ 1, 2 მილიონს გადააჭარბა - ამის შესახებ CNN-ი წერს.

01:52 ზელენსკის მწვავე მიმართვა NATO-ს | სრული ვერსია ქართულ ენაზე

"ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. დავიცავთ ქვეყანას და გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას. მადლობა გმირებს" - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ ვიდეომიმართვას აქვეყნებს.

0
434
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0