x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კიევში Sky News-ის ჟურნალისტები მანქანაში ჩაცხრილეს(ვიდეო)
image

საშიშროება, რომელსაც აწყდებიან ის ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებდნენ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ყოველ წუთსაა მოსალოდნელი.


სწორედ მსგავსი შოკისმომგვრელი ინციდენტი მოხდა გუშინ საღამოს 4 მარტს, ტელეკომპანია Sky News-მა გაავრცელა სულისშემძვრელი კადრები, სადაც მათი გადამღები ჯგუფი სროლის ქვეშ მოჰყვა.


არხის მთავარი კორესპონდენტი სტიუარტ რამსი სროლის შედეგად იმ დროს დაჭრეს ზურგის ქვედა არეში, როდესაც მისი გუნდი ავტომობილით გადაჰყავდა კიევის განყოფილებაში.(ქვემოთ ფოტოზე)


image

. ჩასაფრებულებისგან ასევე ორი ჭურვი მოხვდა ოპერატორ რიჩი მოკლერს, თუმცა დაჭრისგან ჯავშანჟილეტმა იხსნა.


კადრებში ჩანს, ტყვიები როგორ ხვდება მანქანას და ისმის ეკიპაჟის ყვირილი, როდესაც მათ გარშემო მინა იმსხვრევა. ვარაუდობენ, რომ თავდასხმა რუსული სადაზვერვო რაზმის დივერსანტებმა განახორციელეს.



მოგვიანებით ინციდენტის გახსენებისას, მისტერ რამსიმ, რომელიც წინასწარი მონაცემებით სერიოზულად დაჭრილი არ არის, თქვა: „პირველმა გასროლამ საქარე მინა ჩაამსხვრია. ამ დროს სრული შეტევის ქვეშ მოვექეცით. ტყვიები მთელ მანქანას კასკადათ მოედო... საჭე და პანელი დაიშალა. მახსოვს, ვფიქრობდი, მტკივნეული იქნებოდა თუ არა ჩემი სიკვდილი."




დაძაბული დაპირისპირების შემდეგ, გადამღებმა ჯგუფმა სასწაულებრივად მოახერხა და თავის გადასარჩენად ბეტონის ჯებირს ამოეფარა იქამდე, სანამ თავშესაფარს იპოვიდნენ ახლო მდებარე ქარხანაში.


ისინი მოგვიანებით უკრაინის პოლიციამ გადაარჩინა. მთელი Sky News-ის გუნდი, მათ შორის დომინიკ ვან ჰერდენი და მარტინ ვოლესი, ახლა უსაფრთხოდ არიან და დაბრუნდნენ დიდ ბრიტანეთში. გუნდის მეხუთე წევრი, ადგილობრივი პროდიუსერი ანდრეი ლიტვინენკო ოჯახთან ერთად უკრაინაში დაბრუნდა.

image

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღიდან დაიღუპა ორი ჟურნალიტი.




0
474
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0