x
image
ქეთეონე
"ოცნება" გაბრაზებულია პრეზიდენტზე, რომ მან....

image

"ოცნება" გაბრაზებულია პრეზიდენტზე, რომ მან ვიზიტის შინაარსი არ შეუთანხმა - ანა ნაცვლიშვილი

"ლელოს" დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველსო ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილზე იმ განცხადებების გამოა გაბრაზებული, რომელიც მან ბრიუსელსა და პარიზში გააკეთა. ნაცვლიშვილის თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი რის გამოც ზურაბიშვილი დასაჯეს და მას პარლამენტში ხვალ სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცემა.

"ქართული ოცნება" არის გაბრაზებული საქართველოს პრეზიდენტზე, რომელმაც მათთან არ შეათანხმა, როგორც ჩანს, ბრიუსელის და პარიზის ვიზიტების შინაარსი. წავიდა ქართველი ხალხის მიერ გაგზავნილი მესიჯბოქსით, ა ამაზე არიან გამწარებულები. სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა და ნაბიჯებმა აჩვენა, რომ შეეძლო საქართველოს ამ რთულ ვითარებაში ღირსეულად ემოქმედა", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

პარლამენტის პლენარული სხდომა, პრეზიდენტის მოხსენების მოსმენის მიზნით, 5 მარტს არ გაიმართება. ბიურომ პრეზიდენტის მიმართვას, წლიური მოხსენებით პარლამენტი წინაშე 5 მარტს წარმდგარიყო, მხარი არ დაუჭირა.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტს წლიური ანგარიშით პარლამენტში მისვლას 15 მარტს სთავაზობს.

0
233
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0