x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510029
ბოლო დღეებში, რომლებმაც ყველა ერთნაირად გაგვანადგურა, პირადი განცდების, ემოციების, სათქმელების აქ, ჩემს გვერდზე გამოხატვის (პირდაპირ თუ ირიბად-როგორც ვაკეთებთ ხოლმე) მრცხვენია (არადა- "იმდენი სათქ
ბოლო დღეებში, რომლებმაც ყველა ერთნაირად გაგვანადგურა, პირადი განცდების, ემოციების, სათქმელების აქ, ჩემს გვერდზე გამოხატვის (პირდაპირ თუ ირიბად-როგორც ვაკეთებთ ხოლმე) მრცხვენია (არადა-"რამდენი სათქმელი დაგროვდა, რომ იცოდე, მგონი ათ წელსაც ვერ მოვათავო ლაყაფი"-როგორც ერთ ლექსშია)...

მგონია, რომ ამის გაკეთება ახლა უდროო და უადგილოა...

და რადგან ჩემი ემოცია ახლა გუშინდელ დღეს უკავშირდება, თავს უფლებას ვაძლევ, ამოვთქვა: რა ადვილი შესაყვარებელია ადამიანური სრულყოფილება...მე ნინო კასრაძეზე დიდი ხანია შეყვარებული ვარ, მაგრამ წუხანდელ მის გამოსვლას რომ ვუყურე (რუსთაველზე-ვერა, მაგრამ ბევრჯერ ვუყურე), კიდევ განსხვავებული რაღაც დამემართა, ვიდრე სიყვარულია...მართალ კალაპოტში მიდინებულ ნიჭს ღმერთის ძალა აქვს, მაგიური...ყველგან გაგნებს და თავს გაყვარებს...როგორ ჭირდება ბევრი ნინო კასრაძე საქართველოს, ღმერთმანი...

ერთი ჩემი საყვარელი ჟურნალისტის გვერდზე ნიჭიერ ხუმრობას გადავაწყდი-აქამდე არც ერთი არ გვყავდა და ახლა ორი პრეზიდენტი გვყავსო...მეც ორი პრეზიდენტი მყავს ახლა-ბოლო დღეებში...


სულ მობუბუნე და ემოციებჩაუმცხრალი რუსთაველი თან მახარებს და თან გულს მტკენს-როგორ არ გამოილია მიზეზი ათწლეულების მანძილზე, რომ ის ასე გუგუნებდეს-ხმაჩახლეჩილი და დაბერილი სისხლძარღვებით...

წესია-პოზიტივით დამთავრება-პესიმიზმი გჭამს თუ არა, იმის მიუხედავად...

(იმის მიუხედავადაც, სულ იმაზე რომ გეფიქრება-ეთნიკურდისკრიმინაციამოძულე ქართველები ღიად რომ გავუხსნით ამ დღეებში კარს კისრისტეხით ჩვენსკენ გამოქცეულ რუსებს, რომლებიც, წესით, ქუჩაში უნდა ათენებდნენ და აღამებდნენ, კაცობრიობას ის ანტიქრისტე რომ მოაშორონ და მერე, ცოტა ხანში, მათ ასევე კისრისტეხით რომ შემოჰყვებიან ტანკები, რადგან ამ მომენტისთვის ჩვენ უკვე ის ხალხი გავხდებით, ვინც ამ რუსებზე ეთნიკურ დისკრიმინაციას ვახორციელებთ, მათ კი საკუთარი სახელმწიფო იცავთ!)

ამიტომაც-პოზიტივისთვის-აქ უნდა დავწერო, რომ იმედია-ოდესმე ხმა დაგვიწყნარდება, რუსთაველზეც მხოლოდ შეყვარებულები ივლიან...

საქართველოს თავს რა ხდება, არ ვიცი, ვერ ამოვხსენი...

სამაგიეროდ, უკრაინელ ხალხს რომ ვუყურებ, გული კი მიჩერდება, მაგრამ სულ აღარ მახსოვს, არსებობს თუ არა ლექსიკონში სიტყვა-უიმედობა, იმიტომ, რომ შეუძლებელია, ეს ხალხი არ გადარჩეს!

ღმერთი ამას არ დაუშვებს.

დიდება უკრაინას-მართლაც!

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:ციური ჩუბინიძე
ციური ჩუბინიძე
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0